» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

კარი გაიღო და ყველაფერი მორჩა…

კარი გაიღო… შევედი… უკვე ისე ღრმად ვიყავი შესული რომ თავისუფლების გრძნობა უკვალოდ გაქრა… დავიწყე ფიქრი… იქნებ სადმე მეორე კარი გამოჩნდეს, რომელიც დამაბრუნებს… მაგრამ კარი არ ჩანს… სინათლე გამოჩნდა… ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და ფიქრს ვაგრძელებ… მაგრამ სინათლემ თითქმის მთელი ჩემი ქვეცნობიერი სამყარო მოიცვა, კუთხეში მიმიმწყვდია და აი ის დაიწყო რისიც მეშინოდა…

დაიწყო კადრების გადაშლა… დაიწყო წარსულის ყოველი დეტალის გახსენება… თითოეული განცდა კვლავ განმეორდა… კვლავ დაიწყო ფიქრებმა უზომო თკივილის მოყენება… აი ისიც ჩანს… არადა თითქოს დავივიწყე… რა ადვილი ყოფილა ძველი გრძნობის გახსენება… მისი ხმა… მისი ხმაც გამახსენდა… ღიმილი… როგორ იღიმება… მიყვაარდააა?… არა აღარ მიყვარს… მის სერიოზულ სახეს წამიერად ღიმილი ცვლის… რაღაცაზეა ჩაფიქრებული… ვერ ვხვდები რაზე ფიქრობს… სულ რაღაცაზე ფიქრობს და ძნელია მიხვდე ამჟამად რაზეა ასე გიჟურად ჩაფიქრებული… არ ვიცი… მაგრამ მაინტერესებს… ვკითხო? არა… იყოს… ჩუმად ვიქნები… ხო აი გამომხედა… გავიღიმე… მანაც გამიღიმა… მაკოცა… დღეს ის ყველაზე ბედნიერია…საიდან ვიცი? მან მითხრა…ეტყობოდა მართლა უხაროდა რაღაც… მითხრა ჩვენ რომ არ ვართ ერთად ის მიხარიაო… არ ვიცი… აი უფრო კარგად გამახსენდა… ეს კადრი ისე ჩამებეჭდა ტვინში რომ ყველაზე ხშირად მახსენდება… ეს ხომ წარსულია… ეხლა აწმყოში ვარ და ამ წარსულის კადრმა ფასი დაკარგა, ჩემთვის არა, მისთვის… აწმყოში ვარ და შემხვდა… შემხვდა მაგრამ არ მივესალმე… რატომ? შემზიზღდა… შემეშინდა… შემეშინდა ჩემი გრძნობის… მე ხომ ის უნდა დავივიწყო… მას გავახსენდი… უბრალოდ ხორციელად… შემომხედა… მომესალმა და გამიღიმა, მაგრამ არა ისე როგორც ადრე მიღიმოდა… გამიღიმა ძალდატანებით… გადმომხედა ზემოდან და დამცინა… დამცინა სიტყვებით… მე წამოვედი… “ცრემლი გაშრა” თავი შევიკავე… გაღიმებული წამოვედი… მაგრამ ვინ იცოდა ეს ღიმილი როგორი მძიმე სატარებელი იყო… გავუყევი გზას და განვაგრძე ფიქრი მასზე… ჩავუარე იმ ადგილებსაც სადაც მასთან ერთად ვიყავი ხოლმე… ჰმ… რა კარგი იყო… აი ყველაფერი გამახსენდა… ჩვენი პირველი შეხვედრაც გამახსენდა… არა მეყოფა… არ მინდა… მას მას… მას არ ვახსოვარ… დაბნელდა… აი კარიც ჩანს… მეყო წარსულში ხეტიალი… დავბრუნდები აწმყოში… კარი გავაღე და ყველაფერი

მორჩა… … … = ( ; ( = \ 

 

Advertisements

7 responses to “კარი გაიღო და ყველაფერი მორჩა…

  1. Kisame თებერვალი 14, 2011, 5:21 AM

    საღოლ საღოლ !! ((

  2. Teaa მარტი 5, 2011, 2:38 AM

    ძალიან ლამაზია, ყოჩაღ, მომეწონა… და უნდა აღვნიშნო, ყველა ოსტს მუსიკას საოცარი სიზუსტით უხამებ.

  3. ninola's blog :))) ივლისი 10, 2011, 10:12 PM

    ვაიმე დედა.. 😦

    ჩვენ რომ არ ვართ ერთად ის მიხარიაო….მას გავახსენდი… უბრალოდ ხორციელად… შემომხედა… მომესალმა და გამიღიმა, მაგრამ არა ისე როგორც ადრე მიღიმოდა… გამიღიმა ძალდატანებით……… აი ამისი მეშინია,გულით მეშინია 😦

    გავუყევი გზას და განვაგრძე ფიქრი მასზე… ჩავუარე იმ ადგილებსაც სადაც მასთან ერთად ვიყავი ხოლმე… ჰმ… რა კარგი იყო… აი ყველაფერი გამახსენდა… ჩვენი პირველი შეხვედრაც გამახსენდა……… 😦 ❤

    ❤ ❤ ❤ ❤ ძალიან კარგი პოსტი იყო მართლა.. 😦

  4. Permweri ივლისი 11, 2011, 11:04 PM

    Liked )) წარმატებები ნიჭიერო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: