» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

ჯოჯოხეთი…


ხორცაკიდებული სული ლეშია, ტვინში რომ გადმოკიდეს სასუფევლიდან.
მოგეჩვენება სულიერება, ამაღლებული ღრენა და კვნესა,
რომელიც თბება ჯოჯოხეთში მოკვდავთა ტკივილით
და გამოყოფილი ოფლით და ცეცხლით,
ვით გარყვნილობის გაყვანილობა ჩვენს ნერვულ დაძარღვულ ხორცში,
ისე გამოდის და შედის აშმორებული ჩემი შეგნება,
რომ მძვინვარების ძვირფასი ძღვენი მუდამ არის თავდავიწყება;
რომ კეთილსა და კეთროვანს მუდამ ახსოვს რომ არის
და განრისხებული კი მხოლოდ და მხოლოდ სხვის სულზე ფიქრობს,
მას არ ადარდებს იამზეთი, საუფეველი და ედემის მებაღეობა,
არამედ მჭრელი ეშვების ძალით ძლიერთა კვლა და სულთ-ძვალთ მძლეობა.
გაღრღნილი მტერთა სავსე და სისხლით მიმორწყლული ველები,
ქვესკნელიდან შავი ნისლივით ამოზრდილი ღვარძლი გველები,
რომლებიც მკვდართა სულებს ჯიჯგნიან და ხორცს უტოვებენ კვლავ ჭიაყელებს
და ამა ზეობის ამაოებით გამომთვრალს არ გამომეღვიძა მკვდარ სამარეში,
არამედ ძილში და თეთრ, ქათქათა თეთრეულში ვიწექი,

მყუდრო ლოგინში.

Advertisements

One response to “ჯოჯოხეთი…

  1. Nakatuka თებერვალი 13, 2011, 11:26 PM

    Mmm ♥
    BesT one ♥
    Warmatebebi Vanniepooh :)))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: