» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

მგელკაცა !


შეშინებული იჯექი მარტო,
ეშმაკმა ჩემზე სიკვდილი გამცნო,
ყველამ იცოდეს ჩემი ხარ კარგო
ვარდის მშვენება ღმერთმა შენ გარგო.
არ დამიობლო ტანჯული სული,
რამე იღონე მიხარე გული,
ევედრე ღმერთსა, მიხსნას ბედკრული,
ბოლომდე იყავ ჩემი ერთგული.
უკვე რამდენი დღეები გასულა !
ლამაზი ქალი აღარ მოსულა,
იტყვი ვარდები სისხლით მორწყულა,
მგელი ძაღლივით არსად მოკლულა.
გული სევდით მაქვს ამოვსებული,
ეს ცხოვრება მაქვს გაორებული,
ქუჩაში ყოფნით დაობლებული !
კაცი მგლადავარ გაცოფებული.
ამბობს ამას და მთვარეს უყურებს,
ქუჩაში მყოფთ კი კარგ გზას უსურვებს,
ისმის ყმუილი ! ქარი ზუზუნებს,
სისხლ ამღვრეული ზეცას უყურებს !
თვალს უბნელდება ახსობს წარსული,
გულის ჩარჩოში მტკიცედ ჩასმული,
მთელი ცხოვრება ტანჯვით გასული !
უბრალოებით ხალხში განთქმული,
ლამაზ ცხოვრებას არ ღირსებულა,
ეს კაცი ტანჯვით გამხეცებული,
ბედის დაცინვით განცვიფრებული,
აი ! რატოა გამგელებული…

******************************************************************************

Advertisements

3 responses to “მგელკაცა !

  1. Kisame თებერვალი 14, 2011, 5:04 AM

    ლამაზი ქალი რიჩარდმა წაიყვანა უკვე : ((((

  2. რუსა მარტი 11, 2011, 6:05 PM

    ჰესეს,,ტრამალის მგელი ” გამახსენდა… ადამიანი–მგელი..საინტერესო ფენომენია მართლაც….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: