» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

უმაღლესი მარტოობის პოლუსისკენ მივიწევ


” დასანახად ჩადენილი ” ქცევებით , ” საჩვენებელი სიტყვებით ” რაც არ უნდა თავბრუ დაგვახვიონ , მაინც ასეთები არიან – უგულოები და არარომანტიულები , ბუზღუნები და შეუგნებლები , ეგოისტები და სულით მახინჯები ! ზოგჯერ , ათასში ერთხელ გალამაზდებიან , მაგრამ ბოლოს მაინც იფუჭებენ ხოლმე მაკიაჟს , გამომეტყველებას იცვლიან და უგრძნობ პირუტყვებს ემსგავსებიან … აუტანელი ტიპაჟები ხდებიან … მათი ყალბი ღიმილი , რომელიც მათ ნამდვილ სახეს მალავს საშინელებაა … ისინი საკუთარ არსებობაში ბინადრობენ , საკუთარ არარაობაში , რომელში შესვლის უფლებას არავის არ აძლევენ … მოზღვავებულ ათასგვარ გრძნობას მალავენ … მე კი ზიზღიანი ინტერესით ვცდილობ მათში ჩაძვრომას , მაგრამ როგორც კი მიზანს ვუახლოვდები და ვიწყებ მასში შეღწევას , ეს ზიზღიანი ინტერესი სიყვარულში გადაიზრდება ხოლმე … ეს მის გაცნობაში ხელს მიშლის … საიმედოა შენი აურა ჯერ ანონიმურ ვითარებაში გამოსცადო , რომ არ დაკარგო ის რაც გჭირდება … შენი ჩრდილი შენშივე უნდა დამალო , რომ არ მისცე მას საშუალება – შენზე ზეგავლენა მოახდინოს … რადგან ძალაუფლების შეგრძნება დიდ კმაყოფილებას იწვევს და მასში ბოროტი გრძნობა ჩნდება – ყალბი სიწმინდის ექსტაზით გაჟღენთილი … რაც წამებში ყველაფერ კარგს ანადგურებს !!!

Advertisements

2 responses to “უმაღლესი მარტოობის პოლუსისკენ მივიწევ

  1. ქავთარაძე თებერვალი 15, 2011, 3:17 PM

    სავარაუდოდ ეს პოსტი ქალთა მოდგმას ეხება და ჩემი აღშფოთება უნდა გამოეწვია, მაგრამ რაღაცნაირად მომეწონა… ალბათ იმიტომ, რომ ნაწილობრივ მართალია…
    თუმცა, არ გეგონოს, რომ გეთანხმები,
    მე მაინც სხვანაირად ვფიქრობ 🙂

  2. Teaa მარტი 5, 2011, 2:35 AM

    თუ პოსტი ყველაზე არ ვრცელდება და მხოლოდ გარკვეულ ნაწილს მოიცავს “ფართო მასებისა”, ასეთებიც არიან, კი თან მასიურად. უარესებიც არიან.. და უკეთესებიც.. დაძებნა უნდა რა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: