» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

”არავინ და არაფერი” არ მესმის…

მარტო დარჩენილს უსიამოვნო ფიქრები მაწუხებს,რაღაც შინაგანად ვირევი ხოლმე …ფიქრები იწყება წარსულის მოგონებებით , გრძელდება აწმყოს გაურკვეველი ცვალებადობით და მთავრდება მომავლის შეუცნობადი მოვლენებით … გაურკვევლობა იცავს ჩემს ოთახს და თითქოს ვპატარავდები … ოთახი უფრო დიდი ჩანს და ამ სივრცეში ვიკარგები … ნივთები თავიანთ როლს კარგავენ და არასაჭიროები ხდებიან … თითქოს ცდილობენ ოთახიდან გაქცევას და ჩემს მიტოვებას … მრჩება მხოლოდ ცარიელი კედლები , რომელთა შეხება დაპატარავებულს მიჭირს … მრჩება კალამი და ფურცელი,ისღა დამრჩენია ვწერო … მმ ან რაზე უნდა ვწერო ?! ჩემს გარშემო ხომ ყველაფერი შემომეცალა…ისმის მხოლოდ ჩემი სუნთქვის და გულის ცემის ხმა,რომელიც აუტანელი ხდება … სიჩუმეა , ”არავინ და არაფერი” არ მესმის … აქ ხომ არავინ და არაფერია … შემიძლია ჩავრთო მუსიკა და გადავინაცვლო მასში , ჩავიძირო მასში და განვიცადო ის , შევიგრძნო და შემოვუშვა ჩემში … ვაგდებ სხეულს და ვცდილობ უსხეულო სულით ტკბობას,რომელიც ჩემს ცნობიერებაშია … ”საკუთარი თავით” ვკმაყოფილდები … ეს უფრო წმინდა მოწიწებული გრძნობაა , რომელსაც შეხებაც კი არ აქვს ადამიანურ სიმყრალესთან , რეალურ სამყაროსთან … ვიწყებ საკუთარ ქმნილებათა საათობით ტკბობას , ბოლოს დაღლილს ჩამეძინება და ეს ყველაფერი გაქრება , რადგან სახლში მარტო ”ვეღარ” ვიქნები , ბრბო მოვა  = \

Advertisements

4 responses to “”არავინ და არაფერი” არ მესმის…

  1. შეშლილი მარტი 5, 2011, 10:19 AM

    აააააამ,ძალიან ჩემია! მსგავსი მეც მაქვს დაწერილი,შემოიხედე მერე ჩემკენ,თუ დაგაინტერესა

  2. kevana მარტი 13, 2011, 9:19 PM

    ამას ნამდვილად შენ თავად განიცდი? თუ უბრალოდ იგონებ?

    ცხადია მომწონს, და უფრო რომ მომეწონოს, იმიტომ ვკითხულობ, საწყენად არ მიიღო 🙂

    • Vannie მარტი 13, 2011, 9:51 PM

      101% განვიცდი, = ) ზუსტად იმას რასაც ვწერ, ეს ჩემი ფიქრების ქაოსია, ქაოსის გარეშე არ ვწერ = D

  3. Teaa აპრილი 18, 2011, 1:58 PM

    momwons sheni fiqrebis qaosi dzalian 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: