» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

ასტრალური მოგზაურობა დიდი შვებაა


ანოდი და კათოდი ყველაშია , თუმცა ზოგში ანოდი ჭარბობს , ზოგში კი კათოდი … ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან განვსხვავდებით , ოღონდ ვიცვლებით ასაკის მატებასთან ერთად , თორე ახალშობილი ყველა ერთნაირია … გარშემო მომხდარი ამბები ჩვენზე მოქმედებს , მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე , რომელიც წლების მანძილზე გვიყალიბდება … ჰაერში დიფუზიას განიცდის ადამიანთა მძაფრი სიმყრალე … ამ სიმყრალის შეგრძნება ყოველ ჩვენგანს ძალუძს , რადგან ის გაჟღენთილია ყველაფერში … ყველაფერი კი ჩვენს გარშემოა და სამყაროს გვივსებს … ამას სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს … აქ ხომ შეშლილთა თავისუფლება სუფევს და ”ადამიანთა ჯიშიც” ხომ სიცოცხლის მოყვარულ გარემოს ქმნის , რომელშიც ყველა ერთნაირად ”შეშლილი” უნდა იყოს , თორე მას ”უცხოდ” ჩათვლიან , რადგან ის განსხვავებული იქნება …ამიტომაა რომ ხალხი ცდილობს ერთმანეთის მსგავსად მოიქცეს , თუმცა ყველა მაინც სიცარიელის ნაცნობი შეგრძნებითაა შეპყრობილი და მათი ყოველი დღე ერთფეროვანია … ისინი არაფრისმთქმელი თვალებით აშტერდებიან ერთმანეთს , პირფერობით აღწევენ დასახულ მიზნებს და იმ ყალბი სიამოვნებებით ტკბებიან , რომლებიც ვითომდა სიამოვნებას უნდა ჰგვრიდეს ადამიანთა მოდგმას … აი რა არაფასეულ მნიშვნელობას ანიჭებენ ცხოვრებას … მხოლოდ იმით კმაყოფილდებიან რაც ”ვითომდა” ყველას მოსწონს ! განა არ ღირს ფასეული ”გიჟური” მოთხოვნილებებით ტკბობა ?! ჩვენ ხომ არ ვიცით რამდენ ხანს გავუძლებთ ამ ფარსს …

ღია სივრცეში უცხოობის გრძნობა გვიპყრობს … შენიღბულები ცისარტყელას ფერადი ზოლებივით ვეფინებით ხოლმე ქუჩებს … იქ მომხდარი ჩვენში დიდ ინტერესს არ იწვევს , მაგრამ მაინც ვაკვირდებით , რომ სხვებისგან არ გავირიყოთ … მე ამ სამყაროში სულის სახით დაბრუნებასაც კი არ ვისურვებდი … ასტრალური მოგზაურობა დიდი შვებაა d-_-b ნეტავ შემეძლოს !!

Advertisements

4 responses to “ასტრალური მოგზაურობა დიდი შვებაა

  1. axsiom თებერვალი 23, 2011, 3:34 PM

    ასტრალური მოგზაურობაც მოგბეზრდება შენ ვინნი :))) რატომ გინდა ადამიანები შეცვალო? ის რაც შენთვის და ჩემთვის და ვინმესთვის ფარსია–ადამიანების უმეტესობისთვის ცხოვრების აზრს წარმოადგენს. დაანებე თავი საწყალ ადამიანებს , თორემ ბოლოს მოუღებს შენი კრიტიკა ამ სამყაროს.:) ხუმრობა იქეთ იყოს და მართლა ძალიან მომწონს შენი წერილები.
    P.S. ისე სად პოულობ ამ საყვარელ ნახატებს? ძალიან მაგრებია!

    • Vannie თებერვალი 23, 2011, 8:41 PM

      დღევანდელი ცხოვრება = ირიალური, ილუზიური, მოჩვენებითია 😀 ფასულობები გაქრა, ხალხი ბრბოა, სამყარო ბნელია. მე კი ბნელში სინათლეს ვეძებ, ვერ ვპოულობ =X , მაგრამ რუკა მაქვს = ) , ეს რუკა კი ჩემი ნაწერებია ;P. გაიხარე ! მადლობა != ) 3D Abstract Create < ჩემებია = )

  2. ♥ Summer ♥ მარტი 5, 2011, 10:27 AM

    ძალიან კარიგ პოსტია, გულწრფელობა ჩანს, რომელიც არც ისე ბევრია დღევანდელ პოსტებში. იმაზე რის შესახებაც შენ დაწერე, ყველას უფიქრია მათ შორის მეც. მითქვამს რომ ჩვენ გარეშემო უსამართლობაა, და სამართლიანობა არასოდეს დაადგება, რომ უაზრობა ასეთია რსებობა და ა.შ უბრალოდ მოგვიანებით მივხვდი რომ ცხოვრება ზუსტად სიეთივეა როგორსაც შენ ხედავ. ბედნიერება რომელსაც არ ეძებ არასოდეს მოვა თვითონ და სიყვარულიც არასდროს გიპოვის შენ. მთავარი ყოველდღიურობაშიც კი განწყობაა და შენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. თუ შენ სულიერად დაწყნარებული ხარ, ყველაფერს სიყვარულით გააკეთებ და იმაზე რაზეც ხვალ ნერვბეი მოგეშლება დღეს სულ სხვა თვალით დაინახავ. მტავარია ეს დადებითი ემოცია იპოვო და ამის შემდეგ აღარ იტყვი რომ ხალხი ბრბოა და სიბნელეა ჩვენს გარშმეო. შეიძლება ხალხი მართლაც ბრბო იყოს მაგრამ არსებობენ პიროვნებებიც < თუნდაც ერთი ან ორი , ისინი მაინც არსებობენ და თუ ჩვენც მათსავით ვიფირებთ მალე სამი აგხდება და ა.შ ყველაფერი ჭიქა წყალს მაგონებს სადაც ან ნახევრად სავსეს ხედავ სითხეს ან ნახევრად ცარიელს. ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი ასეთი ხედვა სამყაროსადმი შეიცვალოს და ჭიქაშიც ნახევრად სავსე წყალს ვხედავდეთ 🙂 წარმატებები 🙂

  3. NERO ივნისი 14, 2011, 6:31 PM

    მეც ძალიან მინდა შემეძლოს ასტრალური მოგზაურობა, მაგრამ ჯერ ამისთვის მზად არ ვარ. ამიერიდან ამ პოსტის ერთგული მკითხველი ვარ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: