» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

დიდი სცენა …


როგორი წარმოგვიდგენია საკუთარი თავი მსახიობების გარემოცვაში,რომლებიც თავს არ გაცნობენ,რადგან ისინი მსახიობები არიან,რომელთა პიროვნებები გარდამავალია და შეუცნობადი…შეშინდები და უვიცივით რაღაც უაზრო კითხვებს დასვამ,აქეთ-იქეთ დაიწყებ თვალებით ხეტიალს და ბოლოს მიაშტერდები რაღაც წერტილს და კითხვებზე მხოლოდ თავის ქნევით გასცემ პასუხებს … ჰმ , და რა პატარა გამოჩნდები ამ დროს.სცენაზე პირველად გამოსვლას ჰგავს,შიშისგან სცენარს რომ ურევ,თუმცა შემდგომ შიშიც ქრება და უკვე იწყებ როლის მორგებას,თანაც ისე,რომ სცენიდან ჩამოსვლის შემდეგაც როლში
რჩები … ცხოვრებაც ერთი დიდი
სპექტაკლია,დიდი სცენა,უამრავი ნიჭიერი მსახიობით,თუმცა ერთი-ორი უნიჭოც გამოერევა ხოლმე … )) აქ საკუთარი ”მე”-ს გამომზეურება საშიშიც კი ხდება,რადგან ყველას თავისი როლი აქვს და არ იცი ვინ როგორია ”სინამდვილეში” … გარე სამყაროში დაგროვილი სიყვარული,ზიზღი,სიბრალული ხალხში იფანტება,იფრქვევა … ამის გამო თამაშის წესები ზოგჯერ თავისით ირღვევა ან იცვლება , ზოგჯერ კი სცენარს შენ თვითონ ცვლი … პარტნიორად მხოლოდ საკუთარ თავს იტოვებ და თავს იმ სპეტაკი ზნეობის ადამიანივით გრძნობ,პირველად რომ რაღაც აკრძალულს ჩაიდენს და თამაშის წესებს არ იცავს… უსიამოვნო ფიქრებით იპყრობი … გარე სამყაროს სიცივე შენზე მოქმედებას იწყებს და შინაგან სამყაროს შენშივე იკლავ , საკუთარ ”მე”-ს გარეთ გამომზეურების საშუალებას აღარ აძლევ , რადგან გეშინია , გეშინია იმ ხალხის მოწიწებული ზიზღის,იმ ხალხის ყალბი გრძნობების,განიცდი თითოეულ მათ სიტყვას,გამოხედვას,თითოეულ ძალდატანებულ ღიმილს…ხალხისადმი შიშს გრძნობ… დროთა განმავლობაში კი ირჩევ თვითგადამრჩენ როლს და ცდილობ აჰყვე იმ მსახიობებს,რომლებიც შენს გარე სამყაროს ქმნიან,ავსებენ თავიანთი დადებითებით და უარყოფითებით …

Advertisements

3 responses to “დიდი სცენა …

  1. Mallorie მარტი 5, 2011, 7:24 AM

    პირველა, როდესაც სცენაზე ფეხს დგამ, ნამდვილად ენით აღუწერელია. ნერვიულობ, ტექსტი გავიწყდება, სად უნდა მიხვიდე, როგორ უნდა დაჯდე, სახის რა მიმიკა უნდა მიიღო.. თუმცა პირველი სიტყვის შემდეგ, გინდ ‘აა’, იყოს ანდაც ‘და’, უკვე ყველაფერი გეხსენება და თავიდან ბოლომდე შეიჭრები როლში. სცენიდან კულისებში გასულს ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ყველაფერი დაიპყარი, ლამისაა იყვირო, იხტუნაო… ისეთი გახარებული ხარ..
    ეს გრძნობა და ზოგადად სცენა ისე ახლოა ჩემთვის.. იმდენად კარგი რაღაცები მაგონდება, როდესაც ჩემს ნათამაშებ როლებს ვუყურებ..
    ჰო, ახლა ცხოვერბაც თამაშიაო რომ ამბობ, შეიძლება დაგეთანხმო კიდეც.. ცხოვრების შედარება მრავალ რამესთან შეგიძლია; ეს ისე..
    ჰოდა, მე საერთოდ მგონია, რომ სცენზე უნიჭო მსახიობი არის ის, ვინც მაყურებელმადე სწორ ემოციას ვერ მიიტანს, სიტყვებს ვერ გამართავს და ა.შ. აი, ცხოვრებაში კი უნიჭო მსახიობები მაინც, არაბუნებრივი ადამიანები მგონია… ხელოვნური მიმიკა, მოძრაობა, ქცევა და საერთოდ ყველაფერი..

    • ¸√áηηί℮ ™ ☆ ივნისი 16, 2011, 7:17 PM

      ძალიან ბევრი, რომ არ დავწერო ესე ვიტყვი 2 სიტყვით. უნიჭო მსახიობზე ნიჭიერი მისი უნიჭობაა. უნიჭო ადამიანი არ არსებობს, უნიჭო ხდება და არა თავიდან ხარ. რაც შეეხება ყოველთვის ჩემთვის ცხოვრება 1 დიდი თამაში იყო, გადმოსახედი და ფიქრი: წარსულისა. თუნდაც ნათამაშები როლი გარკვეულ ასაკში, მე ესეთი ვიყავი, ამ დროს ესე მოვიქეცი და ასე შემდეგ. ცხოვრება არის უნიჭო, რომელსაც შეუძლია ადამიანი წელში გატეხოს, მაგრამ ვერ გაანადგუროს = ) , ცხოვრების ყოველი შეტევა ადამიანს – ასწავლის, გამოცდილებას აძლევს და ასე შემდეგ. ადამიანი კი მაშინ არის უნიჭო, თუ მას ცხოვრება დაამარცხებს ! 😀

  2. გვირილა მაისი 8, 2011, 10:44 PM

    “აქ საკუთარი ”მე”-ს გამომზეურება საშიშიც კი ხდება,რადგან ყველას თავისი როლი აქვს და არ იცი ვინ როგორია” – მომწონს და გეთანხმები!..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: