» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

სიყალბისგან გათავისუფლება ,,,


ღია სივრცე , ინტიმური ატმოსფერო … არ იგრძნობოდა არც სიუხეშე , არც სიმდიდრის სუნი … შეინიშნებოდა მხოლოდ ნაზი ნისლი … შპალერგაკრულ ტალახიან საძინებელში , ამ სივიწროვეში ბინძური ვიყავი … შემომრჩენოდა მხოლოდ მეოცნებე სახე … უცხოობის გრძნობას შევეპყრე , თითქოს აქ პირველად ვყოფილიყავი … მეზიზღებოდა ეს ადგილი ! აქ ამ ოთახში , სრულიად არაფერი არ მაინტერესებდა , მაგრამ მაინც ოთახის შუაგულში , ცენტრში ვიდექი და არ ვინძრეოდი … რატომ ? არვიცი , უბრალოდ რაღაც მაკავებდა … ზედმეტ ნეტარებას ვგრძნობდი და გაბრუებული ვიყავი , თითქოს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვყოფილიყავი … დრო გამქრალიყო , როგორც საერთოდ ყველაფერი ოთახში , თითქოს ყველაფერს არსებობა შეეწყვიტა … გამომეტყველება და ემოციები შემცვლოდა … იმპოზანტური არ გახლდით , მაგრამ არც შიშისგან წაგივიდოდათ გული … სასიამოვნო და მაცდუნებელი მშვენიერება იყო იმაზე ფიქრი , რაზეც მაშინ ვფიქრობდი … ეს ფიქრები მოიცავდა წარსულის მცირეოდენ ნაწილს , მომავლის რამოდენიმე წელს  , რომელიც ახალგაზრდობას იწირავს და აწმყოს არანაირ , არცერთ წერტილს , არცეთ წვეთს , არცერთ წამს … ოთახი გაჟღენთილი იყო სხვადასხვა გრძნობებით … ისინი დამქანცველ ემოციებს იწვევდნენ … შენიღბულ შეხედულებებს ფარდა ეხდებოდა … სამყარო მახინჯი და შეუხედავი მეჩვენებოდა … ყველა გრძნობა უკვე წმინდა და გაფილტრული იყო  … მდუმარე მარტოობას მოეცვა ცნობიერიც და ქვეცნობიერიც … წვიმდა ცრემლებით , რომლებიც სიხარულისგან იყო გამოწვეული … სიხარული კი  სიყალბისგან განთავისუფლებამ ,  სულიერმა გაშიშვლებამ გამოიწვია !!!

Advertisements

13 responses to “სიყალბისგან გათავისუფლება ,,,

  1. Geo თებერვალი 22, 2011, 9:42 PM

    ვაუუ
    მუსიკა როგორ მოუხდა 🙂
    Like !!!

  2. D. თებერვალი 23, 2011, 10:33 AM

    მაგრად მომეწონა !! ყოჩაღ ვანიეეე :*

  3. tuka(ტუკა) მარტი 3, 2011, 10:51 AM

    იცი რას დავაკვირდი?7ენს ნაწარმოებებ7ი ყოველთვის ურთიერთსაპირისპირო აზრები და ფიქრები ირევა.ვერასდროს მიხვდები ცუდზე ფიქრობ თუ კარგზე…და საერთოდ რაზე ფიქრობს ვანიჩკა? 🙂 (P.s თავისთავად ემოციურია.ვერაფერს დავამატებ)

  4. Teaa მარტი 5, 2011, 12:58 AM

    ძალიან კარგი ნაწერები გაქვს ეხლა რაც გადავიკითხე უცებ- მართლა ძალიან მომეწონა 🙂

  5. kevana მარტი 5, 2011, 8:00 AM

    პოსტის მუსიკა ძალიან მეხმარება პოსტის განცდისთვის. ძალიან კარგად ურჩევ მუსიკას თემას 🙂

    • Vannie მარტი 7, 2011, 8:01 AM

      გაიხარე 😉 მადლობა = )) მეც უფრო აღვიქვავ ნაწერს მუსიკით, ასე ვთქვათ მუსიკაა < ჩემი მუზა = )

  6. Mallorie მარტი 13, 2011, 9:11 AM

    კევანას ვეთანხმები.
    პოსტი ძალიან კარგი იყო, მაგრამ უფრო მშვენიერი და ემოციურად წასაკითხი დადებულმა მელოდიამ გახადა.
    კარგი გემოვნება გაქვს. ^^

  7. niniTo მარტი 20, 2011, 8:06 PM

    თავიდან ბოლომდე განვიცადე.. არ ვიცი, სიტყვები მოგიწონო თუ ის ემოცია, ჩემში რომ გამოიწვიე. და მეც.. მეც გავთავისუფლდი სიყალბისგან:)

  8. გვირილა მაისი 8, 2011, 10:39 PM

    უბრალოდ ვერ ვხვდები რა შეიძლება დავწერო აქ. არადა რომ მინდა? 😀
    საერთოდ, შექების მაგვარი რაღაცეები როგორ მოქმედებს შენზე? რომ გავრისკო და შეგაქო, ასე გააგრძელებ და ისევ კაი პოსტებს დაწერ? 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: