» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

არა ფასეული მნიშვნელობები


არა ფასეული მნიშვნელობები-რომლებსაც თითქმის ყველაფერს ვანიჭებთ დღითი-დღე მატულობს… საშინელებაა ასე უაზროდ რომ იკარგება დრო, დროში სილამაზე, ახალგაზრდობა, მომხიბვლელობა… 
ამ ყველაფერს ისე ადვილად ვკარგავთ,ისე სწრაფად და გაუცნობიერებლად,რომ ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვნის აღქმის უნარს ვკარგავთ…ზოგჯერ ცდუნებას ვერ ვუძლებთ და ზედნეტ პრობლემებს ვუქმნით საკუთარ თავს…იმ მომენტში,როცა ჩვენ ვწყვეტთ ამ პრობლემის დასაწყისს საკუთარ თავზე არ ვფიქრობთ…ჩვენს გრძნობებს გონებაზე წინ ვაყენებთ და უგუნურებივით,ბრიყვებივით ვემორჩილებით გულს,რომელიც სულ თუ არა,ხშირად გვტკენს.ამ ტკივილის შემდეგ იწყება არაფასეულობა და სიმახინჯე…სულიერად და ხორციელად ისევ უმანკოები ვრჩებით,თუმცა ვხდებით შეურაწყოფილები,ისეთი დაპატარავებულები,არადა ტკივილამდე ცას ვწვდებოდით…ჩვენი სიცილის დახშობა არავის არ შეეძლო…ჩვენ იმდროინდელი აწმყოს დანგრევის საშუალებას არავის ვაძლევდით,დღეს ეს ყველაფერი კი თავისით ქრება …გაუცნობიერებელია ყველაფერი შეგრძნებამდე,გაუცნობიერებელია ყველაფერი შეცდომის დაშვებამდე !!! ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში,სადაც ადამიანები ერთმანეთს გაუთავებლად,დაუსრულებლად ტკენენ … ერთმანეთს არა გონებით,არც გულით,უბრალოდ ჰორმონებით,მოთხოვნებით მართავენ …გაუთავებელი დამცირება…ეს ხომ მიწიერი ცხოვრებაა,მიწიერი ჯოჯოხეთი,რომელიც სამოთხედ ჩვენ უნდა ვაქციოთ,თუმცა როგორ ეს არ ვიცი … 😀

Advertisements

12 responses to “არა ფასეული მნიშვნელობები

  1. kitiashvili მარტი 10, 2011, 11:59 AM

    ამდენი ხანია გეკითხები :)) მიპასუხე რა.. ეს მუსიკა ვისია??

  2. kitiashvili მარტი 10, 2011, 3:37 PM

    eg jgufi sad mogvaweobs??

    • Vannie მარტი 10, 2011, 4:01 PM

      ჯგუფი არაა, უბრალოდ არსებობს მოყვარული მუსიკოსი, ან უბრალო ადამიანი ვინც სპეციალური პროგრამების საშუალებით ქმნის მუსიკას, ანუ ეს მუსიკაც ვიღაცა იაპონელმა შექმნა = )

  3. რუსა მარტი 11, 2011, 10:09 PM

    პოსტი ძალიან,ძალიან,ძალიან მომეწონა….იმდენად ,რომ ყველანაირი კომენტარი ვფიქრობ ზედმეტია!

  4. kevana მარტი 13, 2011, 9:13 PM

    იაჰ, იაჰ… ეგრეა..

  5. »♥» ana «♥« მარტი 14, 2011, 3:17 PM

    ნეტავ ოდესმე მოვახერხებთ ამ ჯოჯოხეთის სამოთხედ გახდას? )))
    ❤ ნეტავ მაგ დღეს მომასწრო,მგონი ვერასდროს დავიშლით ერთმანეთის გულისტკენას.. ეს ძალიან ცუდია..
    პოსტი კი შესანიშნავია!

  6. Teaa მარტი 19, 2011, 6:19 AM

    მემგონი სამოთხედ ვერ ვაქცევთ აქაურობას, უნდა დავჯერდეთ რაც არის :)) მთავარია, ჯოჯოხეთად არ ვაქციოთ უფრო მეტად… დრო პირდაპირ გვეპარება თვალსა და ხელს შუა.. ერთხელაც გამოფხიზლდები და.. რამდენი დრო გასულა!!! გიკვირს… პოსტი შესანიშნავია და მუსიკა უბრალოოოოოოოოოოოდ ზი ბესთ!!!

  7. niniTo მარტი 28, 2011, 9:13 PM

    სამოთხედ ალბათ მაშინ გადაიქცევა დედამიწა, როცა ყოველი ჩვენგანი პატარა უფლისწულს დაემსგავსება ანუ სუფთა გულით…. : )

  8. Kathie~ მაისი 20, 2011, 2:34 PM

    უმეტესობა ადამიანებისა [ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ =] ] მხოლოდ საკუთარი თავის სასარგებლოდ მოქმედებს. თუმცა ტრაგედია სწორედ ისაა, რომ ძირითადად ვერც ხვდებიან რა სურთ, რას აკეთებენ და რა შედეგს მოიტანს მათი ქმედება. სწორედ ამიტომ რჩებიან ბოლოს იმედგაცრუებულები და სხვებსაც ზიანს აყენებენ [თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად ადარდებთ]
    ვიმედოვნებ ადამიანები გავიზრდებით და ვისწავლით იმის დაფასებას რაც გვაქვს. ან უბრალოდ ისიც საკმარისი იქნება რეალობას თუ თვალს გავუსწორებთ, ცივი გონებით აზროვნებას მივეჩვევით და შინაგანი ეგო-ს დამორჩილებას ვეცდებით.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: