» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

მარაზმებო …


ცოტა არ იყოს შეიცვალეთ, ნეტა განახათ თქვენი სახეები, რას გავხართ … ისე შეიცვალეთ ჩემს მიმართ – მემახინჯებით … მეჩვენება ვითომ ? არააააააააა ! … არამგონია … თითოეული თქვენგანი ”რაღაცის” დანაკარგზე მიმანიშნებს … მეზიზღება – თქვენი ”უხეში” გამოხედვა და სიცრუით აღსავსე სიტყვები, ან ცარიელი სახეები, ძალდატანებული გამომეტყველება, აყროლებული სამოსი, დაწყობილი თმები ან შპაკლი სახეზე, დაკვნეტილი ფრჩხილები, ფეხსაცმელები ერთი ზომით დიდი ან პატარა… წინადადებები სიცრუით და ილუზიით მახინჯი, რომ გამოიყურებოდნენ შეხედვის შეგეშინდებოდა…მომიტევეთ გალანძღვისთვის,მომიტევეთ ჩემი თითოეული სიტყვა…, მაგრამ თქვენ ჩემს თვალში სიძულვილსღა იწვევთ, რომელიც იმ წუთიდან გაჩნდა, როდესაც შემოგხედეთ … მხოლოდ უარყოფითად თუ აღგიქვამთ… თქვენ უკვე მასა ხართ, რომელთა ინდივიდები ”დაიმარხა” ,,, აორთქლდა … დარჩა მხოლოდ ადამიანური სიმყრალე … სურვილი მიჩნდება თქვენთან დაშორების და უმაღლესი ”მარტოობის პოლუსის” დაპყრობის , სადაც ”ხორცს მარტოობით იგვემენ” , თუმცა ”თამაშში” მაინც ვრჩები … საკუთარ არსებობაში ბინადრობა უფრო სასარგებლოა ადამიანის სულიერებისთვის , ვიდრე თქვენს არაადამიანურ სამყაროში … თქვენ აუტანლები ხართ … მე ”ვინდივიდობ”, ისღა დამრჩენია გაგლანძღოთ და გაიძულოთ საკუთარ თავში ჩაიხედოთ… თქვენ ხომ უსამართლობით ხართ აღვსილები… თქვენ ხომ პლაგიატორობით შემოიფარგლებით … აღარ იცით მოზღვავებული ენერგია რაში დახარჯოთ და ტკბებით ერთმანეთის ”ზიზღითა და სიძულვილით”

Advertisements

12 responses to “მარაზმებო …

  1. Mariam Kavtaradze აპრილი 4, 2011, 10:19 PM

    არ ვიცი, ეს იმაზეა თუ არა, რაც მე ვიფიქრე, მაგრამ მაინც like გაბედული პოსტისთვის…

  2. dekemberiusi აპრილი 5, 2011, 5:27 AM

    ნეტა ყველა შენნაირად ფიქრობდეს და იშორებდეს მსგავსს ხალხს.

  3. »♥» ana «♥« აპრილი 5, 2011, 7:38 PM

    მეც ყელში ამომივიდა ეგ ყველაფერი ((((

  4. kitiashvili აპრილი 7, 2011, 11:05 AM

    lamazia :)) magram ara mshvenieri , aset temaze mshvenierebas ver shekmni :(( cudia es grdznoba….

  5. რუსა აპრილი 11, 2011, 7:00 PM

    :((( მწარე რეალობა….

  6. kevana აპრილი 19, 2011, 7:24 AM

    ჰაჰააჰ, რა ზუსტია…

  7. lovlessgirl მაისი 12, 2011, 7:58 AM

    ზუსტაადაააც…..

  8. Kathie~ მაისი 20, 2011, 2:18 PM

    WOW just… just…
    არვიცი რავთქვა o.o
    LIKE!!!

  9. sheila ივნისი 22, 2011, 4:15 AM

    ეეერმ … ახლა დებილობა იქნება რომ დავცერო, კარგია ან ცუდია მეთქი, მაგრამ მთავარია ნაცერი არ იყო დებილობა. ვის გაუბრაზდი ტუ რა უქენი არ ვიცი, მაგრამ კარგი იყო. = )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: