» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

მძიმე კარი – მსუბუქი კიბე


ქარი თმას მიჩეჩავს, თმა თითქმის არ მიჩანს, მიყვარს ეს ადგილი, ქაოსმა შემაყვარა. მოგონებები არ მტოვებს, ზაფხულის მოსვლის სურვილი მკლავს, გალეშილები ბალახზე რომ ვეყარეთ და “სასმლი-ს სუნი ჰაერში დიფუზიას განიცდიდა. მიყვარს ყველა ერთად რომ ვართ, ვსულელობთ. დიდი პატარა მაშინ ვის აინტერესებს, მახსოვს ის დღე, როცა ბევრი, ძალიან ბევრი დავლიეთ, ყველა ძირს დაეცა, ყველამ ცას დაუწყო ყურება და ყველა ერთ რაღაცაზე ფიქრობდა, !! დრო გაჩერდეს !! ვცდილობდით ყველა, რომ ეს დღე დაუვიწყარი და მარადიული ყოფილიყო, მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე, დღეს რომ გიყვარს ან უყვარხარ, ხვალ გეზიზღება ან გძულს. ასე დაიკარგა ჩვენს შორის მეგობრობა, ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ მთელი “დრო” ყველა ერთად ვიყავით, მოვიდა ჩვენ შორის სიცივე “ზამთარი” და თითქოს ზაფხულის სითბოსთან ერთად ის სითბოც გაიყოლა, რომელიც ვითომდაც ჩვენს გულებში იყო. მეგონა ეს არ მოხდებოდა, მაგრამ მე მხოლოდ მეგონა… ვგრძნობ ტკივილს, რომლის შემსუბუქება მხოლოდ ერთ “ილუზიურ” ადამიანს შეუძლია, ცხოვრებაში თითქოს პირველად განვიცდი, მაგრამ რა ქვია ამას ? ოცნება, ? ნუთუ ილუზია, ? სიყვარული, ? იქნებ სულაც არაფერი, ? არ ვიცი, ვეჭვიანობ, ეს ხშირად გამხდარა ცხოვრებასთან ჩხუბის მიზეზი, რატომ ვეჭვიანობ ?? ალბათ ეს სამყაროს ბრალია, შეიძლება მზის, შეიძლება მთვარის, იქნებ სულაც ვარსკვლავების? ისინი ხომ ამდენი არიან, ნუთუ ერთი მაინც არ იქნება დამნაშავე? დღეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანიც არ დაიკარგოს ყველასთან ერთად. დაბნელდა, აი კარიც ჩანს, გეყო წარსულში ხეტიალი, დაბრუნდი აწმყოში, კარი გააღე და ყველაფერი დამთავრდება, შემდეგ საფეხურზე ახვედი, გადმოიხედე ზემოდან და იყვირე, ! აჯობე ჩურჩულს შენი ყვირილით, ! აჯობე ყვირილს შენი ჩურჩულით, ! შენ ღირსი ხარ ბედნიერების. = ))

❤ ❤ ❤ ! გილოცავ ! გილოცავ ! გილოცავ ! ❤ ❤ ❤
[ნინიტო]

16 responses to “მძიმე კარი – მსუბუქი კიბე

  1. გვირილა მაისი 18, 2011, 11:27 PM

    როგორ გამიხარდა შენი ახალი პოსტი ^_^
    თან ცოტათი უფრო პოზიტიურია, ვიდრე დანარჩენები. თუ შენი განწყობაც ასეთია, მიხარია ფრიად 🙂
    პოსტის დასაწყისში აღწერილ სიტუაციაში მეც ვყოფილვარ რამდენჯერმე და კარგად მესმის შენი, ამას ვერანაირი ძვირადღირებული იდიოტობები ვერ შეედრება.
    და რაც შეეხება იმ ადამიანს, რატომ უნდა დაიკარგოს? არ დაიკარგება, პოზიტიურად იფიქრე 🙂
    ხო, პოსტი ძალიან მომეწონა და მუსიკაც მშვენივრად ერწყმის, ნახატზე ხომ აღარ ვამბობ არაფერს 🙂

    • ¸√áηηί℮ ™ ☆ მაისი 18, 2011, 11:42 PM

      ეს ისე მძიმედ არ გამომიხატია როგორც ნაწერში ჩანს, ან როგორც მუსიკა ამძიმებს =D,,, უბრალოდ პატარა “რეალური” ისტორია მოვყევი, “რეალიზმით” რაც ცხოვრებაში ყოველთვის ხდება, პოზიტიურადაც – ნეგატიურადაც, ხოლო მე ყველაფერი სურვილით, მომავლით გამოვხატე, ასევე მილოცვითურთ 😛

  2. niniTo მაისი 19, 2011, 12:09 AM

    ვანი, ძალიან გამახარე…
    ეს, ვიტყოდი, ჩვეულებრივ განცდილ ბედნიერებაზე მეტია, ანუ რაც ამ პოსტით მომანიჭე. იმდენად მოულოდნელი იყო…
    და შენ შეხვედი ჩემს ფიქრებში, აზრებში…და იმის მეშვეობით დაწერე. ეს კი მხოლოდ შენ თუ შეგიძლია: )
    დიახ!

  3. ჯი-ნია-ნი მაისი 19, 2011, 8:46 AM

    მმ..რა თბილად იკითხება

  4. niniTo მაისი 19, 2011, 9:49 PM

    ვანი, უნდა დაგიწერო რა 🙂
    იცი როგორ მიყვარხარ? ძალიან, ძალიაააააან……… არ გიცნობ და მაინც მთელი გულით. კარგი ადამიანი ხარ, მართლა: )
    ის სიხარული კი, რაც ამ პოსტით მომანიჭე, ჯერაც არ გამნელებია და კვლავ მახსენდება. ამ ნახატს, რომელიც დარწმუნებული ვარ შენ დახატე, ჩემს საჩუქრად მივიჩნევ და მელოდიასაც. ჰოდა შევინახავ და კომპიუტერის დესკტოპზე დავიყენებ.
    ბედნიერი ვარ! ვან….
    : ))

  5. »♥» ana «♥« მაისი 20, 2011, 3:38 PM

    როგორც ყველა სხვა დანარჩენი,ძალიან.. ძალიან მაგარი ❤ 🙂

  6. Deathdholl მაისი 22, 2011, 1:39 PM

    W OOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOO W
    C OOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOL

  7. Chiamaria მაისი 30, 2011, 9:54 AM

    რა მაგარიაააააააა
    ააა
    !

  8. niniTo იანვარი 3, 2012, 6:59 PM

    აი, რამდენი დრო გავიდა… ბ ე ვ რ ი.
    იქნებ არც ძალიან ბევრი, იქნებ 8 თვე სულ არაფერია.. იქნებ…
    მეცინება, ჩვენი საუბრები რომ მახსენდება. რატომ? აი, იმიტომ, რომ… რომ… ყოველთვის კარგად მესმოდა შენი და მაინც არასდროს გეთანხმებოდი სიტყვიერად, როცა გულის სიღრმეში მეც იმავეს ვფიქრობდი.
    მიყვარს ეს ჩანაწერი. ყოველთვის მეხმარება, როცა სუსტად ვგრძნობ თავს. ალბათ იმიტომაც ძალიან სუფთა და გულწრფელი ემოციით რომაა დაწერილი.
    ვანი, 2012 წელს გილოცავ და… მინდა, რომ ბედნიერი იყო: )

Leave a reply to Chiamaria კომენტარის გაუქმება