» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

ქაოსური ცხოვრება


სიბნელე, წამიერი დუმილი, უსაზღვრო ფიქრი, გიჟური ქაოსი, ქაოსში ჩაძირული სიტყვები, სიტყვებში გარეული შური, სიკეთე, სიღრმისეული გრძნობები, დაუფიქრებელი ნაბიჯები, უმიზნო მიზნები, ცხოვრება სიცოცხლისთვის, სიცოცხლე ცხოვრებისთვის, თვალებს ვხუჭავთ და ვფიქრობთ ეს ყველაფერი რა არის ? იქნებ სამყარო ? იქნებ ქვეცნობიერი ? იქნებ უბრალოდ მცდელობა იდნვიდობის ან განსხვავებულობის ? არაა !  ეს ქაოსური ცხოვრებაა, ცხოვრება ნაცრისფერი, ცხოვრება მიწიერი, წარსული და მომავალი, აწმყო უჩვეულო, წამიერი, დაუჯერებელი, უხილავი. ვფიქრობთ ქაოსში, ქაოსში ვიძირებით, ქაოსში რომელზეც არაფერი არ ვიცით. იბადება სამყარო, სამყარო ბნელი, სამყარო შავი, ვიბრძვით, ვისწრაფით, რისკენ ? ღიმილისკენ, ნათელისკენ, ბედნიერებისკენ, კენ და კენ, სასაცილოა არა ? კი. ცხოვრების კიბე, ცხოვრების ჩამტვრეული კიბე, ცხოვრების განადგურებული კიბე, ცხოვრების უხილავი კიბე, სასაცილოა არა ? არა. ჩვეულებრივი წამი, გიჟური წუთი, ცხარე საათი, მრისხანე დღე, უგუნური კვირა, ძლევამოსილი თვე, უძლური წელი, წლიდან წლამდე, დღიდან ღამემდე, ვციდლობთ და ვფიქრობთ, ერთს ვამბობთ, მეორეს ვაკეთებთ, მესამეს ვფიქრობთ, მეოთხეს არ ვაქცევთ ყურადღებას, ნეტავ რატომ ? რისთვის ? როგორ ?  – იმიტომ ! იმისთვის ! ჩვეულებრივად ! , რომ ეს ქაოსური ცხოვრებაა, გაგება? ნდობა? იქნებ სიმართლე ? პატივისცემა? ერთგულება? კი. სულიერება ? ხორციელება ? იქნებ ანაგარება ? იქნებ ვნება ? ან იდუმალება, გართობა,  თვალსაჩინოება, თუ ორპირობა ? არაკი, პასუხი გაერთიანებულია. ოთხი კედელი, ერთი კარი, ერთი აივანი და საით წახვალ ? რომელ მხარეს? მხარე ორი: თეთრი და შავი პასუხი ერთი: თავისუფლება, თავმდაბლობა, თანადგომა, თავგანწირვა, მაგრამ რატომ ? პასუხი ერთი: ინდივიდობა, სიმართლე მრავალი, სიცრუე, სიამაყე, ამპარტავნობა, წარმოდგენა, თავის გამოჩენა, პასუხი უცნაური: თავის დაქნევა. გონების ქაოსში დაცინვა, გულში სირცხვილი, შეცოდება, პატიება. გადის დრო, დრო კი კვდება, იხრწნება და იღუპება, საფლავზე კი ჩემო კარგო, ქაოსური რიგი დგება. ჭორი, მსხვერპლი, ორპირობა, კაცი უფრო ჩქარა კვდება. ვიცინი, ვიღიმი, ვტირივარ ცრემლი, ცრემლი შრება, ქრება ქვიშა, ცა გამირბის, ვრჩები მარტო, მარტომ მკითხა რა დაგმართო? ფიქრობს კაცი, ფიქრი ფიქრობს, ქაოსი კი უტევს მარტოს, მარტომ ქაოს უპასუხა გინდა გითხრა რა დამმართო? მარტო ფიქრობს: ჩემ სამყაროს, ჩემ სიბნელეს, ჩემ სიშავეს, ჩემ სინათლეს, ჩემს ოთხ კედელს, რკინის კარებს, მიწის კიბეს, ცის სახურავს, აწმყოს ცრემლებს, ზღვისფერ საწოლს, ხედავ ? ნეტავ ? იქნებ ? რატომ ? უი, რატომ? ეს ხომ მე ვარ, ცხოვრებაში ხშირად თქმული, ქაოსი კი, ჩემს გარშემო ხლართავს მძიმედ რატომ თქმული, მეცინება, მეტირება, ვგრძნობ ცივ ტალღას, უჩინმაჩინს, მე მას ვხედავ, მე მას ვანჩნევ, მაგრამ მისთვის უხილავი, დროული და მომაკვდავი, წამიც ვიყავ წუთად თქმული, საათი კი დღედ გამქრალი, კვირა ვიყავ თვიდან-თვემდე, წელი “ბრძნულად” მოუბარი. მე თავს ვიკლავ, მე სიკვდილს ვკლავ, სიკვდილს ვიცავ, სიკვდილს ვფიცავ, მე კაცი ვარ, განა მართლა? დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება.

Advertisements

15 responses to “ქაოსური ცხოვრება

  1. გვირილა მაისი 30, 2011, 9:46 PM

    რაღაცნაირად მეწყინა და მეტკინა 😦
    კარგად წერ ვინი, რაც მთავარია აზრიანად და თან გრძნობებით. მომწონს მე ეს.
    მარა შენი განწყობა არ მომწონს. მგონი არ უნდა იყოს ყველაფერი ისე ცუდად, როგორც შენ გგონია.
    ჰა? რა ფიქრობ?

    • ¸√áηηί℮ ™ ☆ მაისი 30, 2011, 9:48 PM

      მართალია არ ვფიქრობ რომ ცუდად არის ყველაფერი, მაგრამ იქნებ და არის ? გადახედე სამყაროს = ) , სანამ ადამიანი არ წარმოიდგენს რომ ის სამყაროს ცენტრია, მანამ მისი ყოველი ქმედება “უცხოპლანეტურია” 😀

  2. კახი მაისი 30, 2011, 9:49 PM

    ვინი საღოლ. ძალიან მომეწონა. მეორედ გადავიკითხე და კიდევ არ მყოფნის, ამ კომენტარს რომ დავწერ კიდევ ერტხელ გადავიკითხავ. იცი პოსტი შესანიშნავია თუმცა ამავე მუსიკის ფონზე თვითონ შენ რომ წაგეკითხა და აუდიო პოსტი დაგედო უკეთესი იქნებოდა. რაღაც ისეთი სიტყვებია, დამაფიქრებელი და საინტერესო. “სულიერება ? ხორციელება ? იქნებ ანაგარება ? იქნებ ვნება ? ან იდუმალება, გართობა, თვალსაჩინოება, თუ ორპირობა ? არაკი, პასუხი გაერთიანებულია.” ბრავო, ბრავო, ბრავო! 🙂

  3. niniTo მაისი 30, 2011, 10:02 PM

    იცი რა ვანი.. ბუნებრივია ის კითხვები, რაც ზემოთ დასვი. ოღონდ
    ადრინდელი თხოვნა მაქვს: აივანზე გადი და ღრმად ჩაისუნთე ჰაერი, შეხედე ბუნებას, ოჯახის წევრთან მიდი, თბილად ჩაეხუტე…
    რას ეპოტინები? რა მნიშვნელობა აქვს საყაროს დაარქმევ თუ ქვეცნობიერს? რა მნიშვნელობა აქვს?
    აი, ამ წამს ხარ ცოცხალი, ამ წამს. მიეყრდენი ბოლომდე საზურგეს და გაიღიმე, მთელი გულით გაიღიმე, რადგან არ არსებობს ხორციელი პრობლემა, რომლის გადაჭრაც არ შეიძლება. აბსტრაქტულს კი ადამიანის გონება ვერ გასწვდება. მხოლოდ ჰიპოთეზები….

  4. niniTo მაისი 30, 2011, 10:13 PM

    ყველა კითხვა ნაცნობია, თითოეული სიტყვა. უბრალოდ.. არ ღირს არაფრის გართულება.
    მომიტევე წინა ‘ცივი’ კომენტარისთვის: ))))

  5. niniTo მაისი 31, 2011, 9:54 PM

    ოკეი, შევეცდები ავხსნა მარტივად:

    შენ ამბობ, რომ გიხარია, რადგან გუშინ ბედნიერი იყავი.
    მე ვამბობ, რომ ამ წამს ბედნიერი ვარ და ეს მანიჭებს სიამოვნებას.
    სხვა ამბობს, რომ მთავარია ბედნიერია, რა მნიშვნელობა აქვს როდის.

    ამ შემთხვევაში სამივე ვაფასებთ, რაც გვაქვს. ჰო და.. ის მინდოდა მეთქვა… მთავარია დაინახო, თორემ დროს მნიშვნელობა არ აქვს: )

  6. პე ♔ ივნისი 6, 2011, 12:12 PM

    გამაჟრიალა, თან მუსიკაც როგორი შესაფერისი იყო ^-^ პოსტი მომეწონა მაგრამ ზედმეტი პესიმიზმით იყო გაჟღენთილი მგონი : ს
    ერთადერთი შემთხვევაა, როცა თვითონ პოსტი და შინაარსი ისე მომეწონა, რომ ყურადღებას ვერ მივაქცევ დრამატიზმს ^-^

    • ¸√áηηί℮ ™ ☆ ივნისი 8, 2011, 5:14 PM

      არა, რატო იყო ზედმეტი პესიმიზმი ? ( ჩემთვის ქაოსში – ოპტიმიზმი არ არსებობს ) 😛 თან საპატიოა, რადგან ქაოსური ცხოვრების 1 კონკრეტული ფიქრი ავღწერე. 😀

  7. cinikosi ივნისი 8, 2011, 5:06 PM

    aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

  8. კახი ივლისი 11, 2011, 9:35 PM

    ეს ჩემი ფავორიტი პოსტია ამ ბლოგზე, მართლა. აქ რომ მოვხვდები ამის წაუკითხავად არ/ვერ გავდივარ. გულგრილად და ზერელედ ვერ წაიკითხავს კაცი ამ მუსიკის ფონზე. რამდენი ხანია არ მბეზრდება ეს პოსტი 🙂 ლეგენდაა ლეგენდებს შორის : )))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: