» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

“გადავაბრალე”


დღეს დილით
ყველამ ყველაფერი გადმომაბრალა,
სახლმა – თავისი ცხრავე სართული,
სადარბაზომ – ხვეული კიბე,
ყვითელი გუბე – კოცნისათვის მყუდრო კუთხეში,
მრგვლად დახვეული ნაზი კანი – გათლილმა ვაშლმა,
გულისრევები – ტელევიზორმა,
ქალაქმა ის, რომ ღამით ყველას ულოკავს სიზმრებს
და რომ ცრემლებად მაწანწალა ძაღლები სცვივა.
ბავშვობამ ბნელი სადარბაზო,
ათი წლის გოგო,
პირზე ხელი
და ზურგზე ზიზღის მუხლუხოები,
მუხლებმა – შიშის ორპირი ქარი,
ორი საართულით გვიანი ქარი,
ფანჯარამ – ზეცის უცაბედი მოახლოება.
ქუთუთოები დამიმწიფდა,
გადაიხსნა ბროწეულებად,
მცვივა გუგები,
ვთესავ თვალებს
და ვთესავ ნაკვალევს,
შენ დამაბრალე მუქი კანი,
წითელი ბაგე,
ჩემი მომჟავო სიმყუდროვის,
ალუბლის ბაღში
დანაშაულის ნარინჯისფერ ვარდებს ვახარებ.
დღეს დილით ყველა საკუთარ თავს გადავაბრალე.

Advertisements

8 responses to ““გადავაბრალე”

  1. გვირილა ივლისი 4, 2011, 1:40 PM

    კი არ მომწონს, ძალიან მომწონს!…
    მელოდიაც საშინლად უხდება და ეს ფრაზები ხომ საერთოდ – “ჩემი მომჟავო სიმყუდროვის,
    ალუბლის ბაღში
    დანაშაულის ნარინჯისფერ ვარდებს ვახარებ.”

    ვერ ვიტანა ზარმაც ადამიანებს!.. როცა რაღაცა შეუძლიათ და არ აკეთებენ!..

  2. პარანოიკ ივლისი 6, 2011, 11:40 PM

    ძალიან კარგია!!!!!! საღოლ

  3. პარანოიკ ივლისი 6, 2011, 11:42 PM

    ძალიან ვხედავ ჩემ თავს შენს ფოსტებში

  4. Teaa ივლისი 10, 2011, 10:52 AM

    ძალიან მაგრად მომწონს !!! ხშირად წერე უფფ ! 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: