» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

მართლა ვბერდებით


მე ყველა ღმერთის მეშინია,
რახან ღმერთები,
როცა ვეძახი, ზუსტად მაშინ მიდიან ჩემგან
და არასდროს არ ტოვებენ თავის ნაკვალევს.
ღმერთს ვერ მიაგნებ.
მირჩევნია მიწაზე დავრჩე
და ხერხემლის თეთრ რელსებზე
ყრუ გაოცებად მომიმრავლდნენ
წლების ზანტი მატარებლები
და ბავშვობიდან სიბერემდე
წინ და უკან დაჰქონდეთ სევდა…
მართლა ვბერდებით
– წუხელ შენს სხეულს მარტის თოვლის სუნი წამოცდა
და ცრუ მეძავის ნაჩუქარი და გზაზე მივხვდი,ლარნაკივით გამიტყდა ძილი,
დიდხანს ვდარდობდი – დაღვრილ სიზმრებს ვიშრობდი ტანზე
და შუაღამისას გაგეპარე
რომ ყველა ღმერთის მეშინია,
რახან ღმერთები,
როცა ვეძახი, სწორედ მაშინ მიდიან ჩემგან,
ღმერთები არსად არ ტოვებენ თავის ნაკვალევს,
თუნდაც გზად თოვლი და უდროოდ მოსული დახვდეთ.

Advertisements

3 responses to “მართლა ვბერდებით

  1. გვირილა ივლისი 10, 2011, 5:17 PM

    შენი ნაწერები სულ გულში მწვდება ხოლმე.
    აი ახლაც, საშინლად ჩამწყდა გული…

    მელოდიაზე ვაფშე ხმას არ ვიღებ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: