» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

უსასრულობის განცდა


ვხატავ და ტილოზე იმპულსი გაცვდა,
ათასი მეწვია მე უცებ განცდა,
ერთ-ერთი მოპარულ სიჩუმეს გაჰყვა,
მეორემ უზომოდ დალია _ დათვრა;
მესამემ მესამედ ათენა დილა,
მეოთხეს ზამთრობით არასდროს სცივა,
მეხუთეს ხუთმაგი დოზებით ტკივა,
მეექვსეს არა აქვს თავისი ბინა…
ვხატავ და ტილოზე იმპულსი გაცვდა,
განცდებსაც ათასი ჰქონიათ განცდა;
მეშვიდე გოგონას ჭკუაში აჰყვა
და ოცდამეშვიდე პაემანს გაჰყვა…
მერვემ კი მეათეს ცრემლები სთხოვა,
რომ მეცხრის პანაშვიდს რქმეოდა გლოვა;
მეოცემ ატეხა ზაფხულში თოვა,
ავყევი, გავერთე, განვაგრძე ქროლვა…
ყურს ვუგდებ ათასებს ათასი რიდით,
დამიდგა განცდების მაცდური რიგი!

მეწამულ ტილოზე ნახატი არ ჩანს,
ათასი ფერადი წერტილი დარჩა,
თითოში თითო იმპულსი და _ არსად
უსასრულობის ნანატრი განცდა…

Advertisements

5 responses to “უსასრულობის განცდა

  1. გვირილა ივლისი 18, 2011, 8:32 AM

    აქ რა უნდა დავწერო ახლა მე? მხოლოდ ის, რომ საშინლად მომეწონა.

  2. Butterfly სექტემბერი 4, 2011, 12:00 AM

    უუუძლიერესიააააააააა <3<3<3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: