» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

მე მიყვარს დრო და ფიქრი


მე მიყვარს დრო და ფიქრი, მიყვარს ერთმანეთზე მეტად….
დრო სულ მიყვარდა.
ფიქრი ვისწავლე და შემიყვარდა…
დრო როცა ყველაფერს თავისით ალაგებს
და როცა ყველა გრძნობა ხდება ზუსტად ის ფერი,
რაც უნდა ყოფილიყო,
მე ვიწყებ ნაბიჯების თვლას, რომ გავიგო რა მანძილი გამოვიარე.
ვითვლი მხოლოდ მცდარ ნაბიჯებს,
რომ გავიგო რამდენად შორს ვყოფილვარ სიმართლისგან, რა გზა დამჭირდა…
მიყვარს ფიქრი და ფანჯარაზე ცხვირის მიჭყლეტა.
იმ დღეს ვფიქრობდი, ძალიან გდარდობდი და ისე ამტკივდი ტვინში რომ გაწვიმდა.
წვიმდა საოცრად…
წვიმდა ციდან კი არა მიწიდან,
წვეთები ქვემოდან ზემოთ ეცემოდნენ.
ქუჩას შევეზარდე, სახლი დამავიწყდა უცებ და მოვირგე როლი „ამაზეობის“
და მზის თამაშში უცებ შევიშნე ძალიან მშრალი ადამიანები,
ფანჯრებზე მოჭყლეტილი ცხვირებით და გაოცებული მზერით ჩემ დანახვაზე.
ისე ათვალიერებდნენ ჩემი თმის ღერებიდან და ჩანთიდან გადმოსულ ნიაღვრებს, თავი უხერხულად მომინდა მეგრძნო.
მიყვარს თქო ფანჯარაზე ცხვირის მიჭყლეტა, ხომ გითხარი.
მეც მივედი და ფანჯრის მინას მივაჭყლიტე ჩემი სანიაღვრე ცხვირი და დიდხანს ვფიქრობდი.
ფიქრობდი რატომ იყო ეს ხალხი სახლში,
რატომ დაუკეტეს წვიმას ფანჯრები,
რატომ იყო ყველა ერთნაირად მშრალი,
რატომ, რატომ, რატომ და აღარ დამთავრდა ეს გაუთავებელი რატომ.
მიყვარსთქო დრო, ხომ გითხარი.
იცი რატომ?
ის სცემს ჩემს ყველა „რატომ“–ს პასუხს ყოველთვის.
აი ამიტომ.

Advertisements

6 responses to “მე მიყვარს დრო და ფიქრი

  1. შიო ივლისი 20, 2011, 8:04 PM

    ფიქრი ძაან მაგარი რაღაცაა და ბევრი ვერ ხვდება აზრს, იმიტომ რომ არ ფექრობენ ამაზე. ფიქრი სიცოცხლეა. იმიტომ რომ არ შეიძლება ფიქრის შეჩერება. სუნთქვას შეიკავებ, მზერას, გრძნობას, მაგრამ ფიქრი თუ გააჩერე ესეიგი მკვდარი ხარ! მაგარია!!!

  2. natia121 ივლისი 20, 2011, 8:25 PM

    როგორ მომწონს შენი ნახატები არ იღებ არაფერში მონაწილეობას? 🙂 მშვენიერი კომიქსები გამოგივიდოდა 😀 😀 🙂

  3. niniTo ივლისი 21, 2011, 12:42 PM

    ვანი… მიყვარს როცა ასეთ კარგ ჩანაწერს ვკითხულობ.
    იცი რა გამახსენდა? სულ პირველად რომ ვისაუბრეთ.
    მეც მიყვარს ფიქრი, განა ვინმეს შეუძლია არ უყვარდეს? უბრალოდ ძალიან ვიძირები ქაოსში, იქიდან ამოსვლაა რთული.
    რამდენჯერმე გადავიკითხე, მომეწონა…
    : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: