» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

ჯოჯოხეთი


ვინც კი ხატავდა, თვალის ჩინი ყველას დააკლდა.
ვინც იბრძოდა, ხელები მოსტყდა.
ვინც უკრავდა, თითებს ვეღარ გრძნობს.
ვინც მღეროდა, ყველა დამუნჯდა
და ვინც წერდა, ემოციის ძაფი გაუწყდა.
ასეთი იყო ჩემი კოშმარი –
გ ა მ ო მ ე ღ ვ ი ძ ა…
ვერც ვგრძნობდი სივრცეს,
ვერც შენ გგრძნობდი,
ვერც ჩემს ზემოთ ნიკოტინით გარუჯულ ჭერს ვერ ვხედავდი,
არ მესმოდა არავის ხმა,
არაფერი აღარ მესმოდა,
გადაღლილ ჩიტებს ხმა გაეკმინდათ,
ქუჩას სიჩუმით ფერი ეცვალა,
ცა კი..
ცა იყო შავი, უფერო და ამღვრეული,
ოთახიდან წასულიყო ყველა ნახატი,
ჩარჩოებოდან ამომხტარიყვნენ.
ყველა ფურცელს ფერი გასვლოდა,
მუსიკას კი ხმა აღარ ჰქონდა…
მე კი…
მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემო ოთახი,
ქალაქიც ქალაქს არ გავდა,
აღმოვაჩინე ჯოჯოხეთი და ვიტანჯები…
წერა მინდა…
მაგრამ კალამი აქ არავის აქვს…

Advertisements

5 responses to “ჯოჯოხეთი

  1. natia121 ივლისი 23, 2011, 8:39 PM

    კაია, არა ძაან მაგარია (შენი ლექსი) ❤ უბრალოდ ეს მუსიკა მაშინებს 😦

  2. აქსიომა ივლისი 25, 2011, 1:22 AM

    იცი რატო მიყვარხარ? აი ეგეთი “გიჟი” რომ ხარ მაგიტო! 🙂 გაიხარე!

  3. Valle სექტემბერი 15, 2011, 8:56 PM

    ვაა საღოლ ბრატ 🙂 იმენა მომეწონა კაია.. კაი პოსტებს ჩითავ ! 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: