» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

დროის რღვევა – Timequake


დასაწყისში იყო არაფერი. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არაფერი, თქვა მან, მაგრამ არაფერი გულისხმობს, რომ რაღაც მაინც არის, ანუ მაღლა და დაბლა, მწარე და ტკბილი, კაცი და ქალი, ბედნიერება და უბედურება. მეგობრებო, არ მინდოდა ამის თქმა, მაგარამ ეს არის ერთგვარი მცირედი იმპლიკაცია უშველებელში. თუ არ მოგწონთ აქ ყოფნა, წადით იქ, საიდანაც მოხვედით. პირველი, რაც არაფრისგან წარმოიშვა, იყო ორი არსება ღმერთი და სატანა. ღმერთი მამრი იყო, სატანა მდედრი. მათ აღიარეს ერთმანეთი და ამიტომ თანასწორი იყვნენ. ეს თავისთავად არაფერია, მაგრამ იმპლიკაციაა. ძალა უძლურებით იყო გაწონასწორებული. ღმერთმა შექმნა სასუფეველი და დედამიწა. დედამიწა იყო უფორმო, ცარიელი, ძალიან ღრმა ქვესკნელით. ღმერთი მოძრაობდა ზემოთ, წყლის ზედაპირზე. სატანასაც შეეძლო ეს, მაგრამ სისულელედ მიაჩნდა და არც არაფერს ამბობდა. სატანა ძალიან გაღიზიანა ღმერთის სიტყვებმა: ”და იქმნა ნათელი,” მაგრამ განსაკუთრებით განერვიულდა, როცა მართლა იქმნა ნათელი.

გაოცდა. არ იცოდა, რამდენად შორს წავიდოდა ღმერთი და გაიფიქრა: “ხომ არ ჰგონია, რომ დავეხმარები.”

შემდეგ ყველაფერი აირია. ღმერთმა შექმნა ქალი და კაცი თავისი და სატანის მოდელით. ეს მშვენიერი პატარა მინიატურები ედემის ბაღში გაუშვა და ინტერესით ადევნებდა თვალყურს. ეს იყო კოლიზეუმისა და რომაული თამაშების მსგავსი რამ. სატანას არ შეეძლო იმის გაკეთება, რაც გააკეთა ღმერთმა, მაგრამ მისი თოჯინებისათვის ცხოვრების შემსუბუქება კი არ გაუჭირდებოდა. იხვდა, რომ ეს ცოცხალი არსებები ან მოწყენილობით დაიხოცებოდნენ, ან შიშით. ამიტომ ვაშლი ისეთი იდეებით გაავსო, რომელთაც ადამიანის გართობა შეეძლოთ. ეს იყო ბანქოს და ზარის თამაში, ღვინის, ლუდის, ვისკის დამზადების რეცეპტები, დეტალური ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა შექმნა გიჟური და სექსუალური მუსიკა და სიმღერები, როგორ შეუკურთხო, როცა ქვას ფეხს წამოჰკრავ, და რაც მთავარია, ასწავლიდა სექსუალურ თამაშებს, შეწყვილების წესებს. სატანამ ვაშლი ევას გაუგზავნა. ევამ ჯერ თვითონ იგემა, შემდეგ ადამს აჭამა და მაშინვე შეწყვილდნენ. გარწმუნებ, რომ ყველამ, ვინც სატანის იდეები გაიზიარა, სავალალოდ, მალევე იწვნია კატასტროფული შედეგები.

Advertisements

3 responses to “დროის რღვევა – Timequake

  1. კახი ივლისი 31, 2011, 5:46 AM

    სატანის იდეებს ნებით თუ უნებლიედ მაინც ყველანი ადრე თუ გვიან ვიზიარებთ და ასე რომ ყველანი განწირულნი ვართ ^^ მომეწონა პოსტი

  2. shokoladii მარტი 9, 2012, 9:34 PM

    ღმერთო ჩემო რა საინტერესო ვერსიაა: )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: