» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

უცხო


დედამიწა, საქართველო, თბილისი

დედამიწის დროით: 31.07.2011

დღე პირველი:

“მისია შესრულებულია! როგორც დამავალეთ ობიექტი მოვძებნე და დავსახლდი. გაგვიმართლა. როგორც ჩანს უცნაურ ქცევებს მისგან ისედაც მიჩვეულები არიან. ასე რომ… ჩემი მოსვლა შეუმჩნეველი დარჩა.”

დღე მეორე:

“სოციალური მდგომარეობა ინფორმაციულად მწირი და გარკვეულია. აი, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას რაც შეეხება, ვშიშობ კიდევ დიდ ხანს მომიწევს ჩხრეკვა.

სახელი: Vannie
ასაკი: 18 წლის
სქესი: მამრობითი
სულ ესაა, რაც გავარკვიე.

დღე მესამე:

ჩვენ წინ რთული ამოცანაა. ობიექტი არეულია, ეჭვიანი და უცნაური. სულიერი მდგომარეობა-ქაოსური. ვერ ეგუება შეცდომებს, დარწმუნებული უნდა იყოს რომ თქვას ან იმოქმედოს. ის კი იმდენად იშვიათად და მცირედშია დარწმუნებული, რომ თითქმის არ მეტყველებს და მოქმედებს. გარიყულია და იშვიათი გამონაკლისების გარდა არავის იკარებს. სურვილი აქვს ამ ჭაობიდან მშრალი გავიდეს, და რადგან ამის გზა არ ჩანს, დგას ერთ პოზაში გაყინული, უმოძრაოდ.”

დღე მეოთხე:

“ვშიშობ ობიექტის არჩევისას შევცდით. ის თითქმის არავისთან გადის კკონტაქტზე. ასე, დედამიწელებს ვერ გავიცნობთ!”

დღე მეხუთე:

“ობიექტი დეგრადირების გზას ადგას. არ ძინავს, საკვებს არ იღებს. მხოლოდ სითხეზე და ბოლის მაგვარ რაღაცაზე არ ამბობს უარს. როგორც გავარკვიე ეს არც ისე კარგი უნდა იყოს!”

დღე მეექვსე:

“მოქმედების დროა. ობიექტს საციცოცხლო ნიშნები არ შეემჩნევა. ინფანტილურია ნებისმიერი მოვლენის მიმართ. ინტერესდაკარგული. ისეთი თვისებებიც კი, როგორიც ყველა დედამიწელს ახასიათებს (შიში, კმაყოფილება, განცხრომა) მისთვის უცხოა.”

დღე მეშვიდე:

Vannie “_ში ყოფნა მძიმე სამუშაოა. ძალიან ბევრს ფიქრობს, მის აზრებში გავიხლართე, დამაყრუა. მეწვრილმანეა. ფიქრობს საკუთარ თავსა და სხვა დედამიწელების თავებსაც არ ტოვებს ისე. ზუსტად შიფრავს მის მდგომარეობას. საკუთარ თავს “მექანიკურ გვამად” მოიხსენიებს. ფიქრობს მისი ადგილი დედამიწაზე არ არის, არაფერი მოსწონს, ვერ დგება “სხვასთან”. გაქცევა სურს, გარდაცვალება და ამათზე მეტად გაქრობა უკვალოდ.”

დღე მერვე:

“უკვე სხვა ობიექტის მოძებნას ვაპირებდი, თუმცა… მდგომარეობა, ჩემდაგასაოცრად, წამებში შეიცვალა. ობიექტი არაკონტაქტურია, თუმცა გააჩნია წარსულის გამოცდილება. მისი ჩანაწერებიდან ადვილად მოვახერხებთ და შევძლებთ დედამიწელების გაშიფვრას.”

დღე მეცხრე:

“მისი ყველა ჩანაწერი გადავიკითხე. სულ ტყუილად ვშიშობდით, დედამიწელებისგან საფრთხეს ნუ ელით! ისინი პირფერა, ორპირი არსებები არიან. მატყუარები და მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებულები. ხარბები და დაუკმაყოფილებლები. შურიანები და ბოროტები. ძულთ სხვისი წარმატება და რევანშისათვის ემზადებიან. ერთმანეთს ეჯიბრებიან და მიზნის მისაღწევად ერთმანეთსაც არ ინდობენ. ცაში ასამაღლებლად, ზღვაზე გადასასვლელად, ხრამის ამოსავსებად ცოცხალ ადამიანებს კიბედ, ხიდად იყენებენ. საკუთარ თავს თავადვე გაანადგურებენ. ჩვენ, მხოლოდ შეგვიძლია გვეცოდებოდეს და გვებრალებოდეს ისინი!”

დღე მეათე:

“მისია შესრულებულია! დედამიწელები ამოცნობილი და გაშიფრულნი არიან. ვტოვებ ობიექტს.”

დღე მეთერთმეტე:

( Vannie _ის ჩანაწერებიდან )

“ბოლო დღეები სიცოცხლეზე ხელის აღებას ვფიქრობ.უფრო სწორად ზმნამ წარსულ დროში გადაინაცვლა: ვფიქრობდი!

ადგილი არ მაქვს… ადამიანი არ მყავს…

რაც არის ჭუჭყიანია… ვინც არის წაბილწულია…

მაგრამ… იქნებ ამ სხეულს მიღმა სიცოცხლე ხარობს, სარკმელის მიღმა გაზაფხულია… ყველა-ფერი არ მინახავს, აქამდე საზღვარს არ გავცდენილვარ… იქნებ მის მმიღმა სხვა სამყაროა. ადამიანები მიწაზე დადიან, ჩიტები ცაში ფრენენ, თევზები წყალში ცურავენ და არცერთს არ შურს მეორის, მესამის… არცერთი იკავებს სხვის ადგილს.

მეცინება საკუთარ თავზე, რომელიც ამბობს, რომ თქვენ, სულ ყველას, ხუთი თითივით გიცნობთ და… ხელს იქნევს.

წარმოდგენა არ მაქვს ვინ ვინ არის, ვინ როგორია…

ახლიდან ვწევ ჩაქნეულ ხელს და ვაგრძელებ… ქექვას.”

Advertisements

4 responses to “უცხო

  1. kevana აგვისტო 2, 2011, 1:19 PM

    ნდააა……

    დამუნჯების პოლიტიკა მიდის ამ ბლოგზე ^_^

  2. შიო აგვისტო 10, 2011, 8:06 AM

    სხვა მაინც მოგვკლავს როცა იქნება. არ დაგვინდობს, ასე რომ არ ღირს ამის თვითონ გაკეთება. დაე იმ სხვამ იწვალოს 😉

  3. nick აგვისტო 10, 2011, 8:57 AM

    მაგარია, მომეწონა ძალიან! : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: