» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

ჰაიკუ ★


“სექსი ლიფტში”
მეცხრე სართულისკენ დავიძარით…
გავცდით და
ასე აღმოვჩნდით უსასრულობაში…

“შემთხვევა”
ერთხელ ღმერთიც დათვრა და
ცხვრის ფარა
ღრუბლებში აერია…

★★★
ხე მოჭრეს და მისგან ფანქრები დაამზადეს.
დადის დაღლილი მხატვარი
და ამაოდ ეძებს ჩრდილს.

ალუბლის მურაბა
სარკმელში სტუმარივით იყურება,
ჩაფიქრებული ალუბლის ტოტი,
მაგიდაზე ახლადგახსნილი მურაბა მიდევს.

★★★
გაიტანე ჩემი საწოლიდან
შენი ჩრდილი,
წუხანდელი ღამის ნარჩენი.

★★★
ფეხმძიმე ქალმა ამოისუნთქა,
ალბათ, ნაყოფი დაიღალა
ამდენი ჯდომით

“გაზაფხული”
გაშლილ ყვავილებს ღმერთის
სურნელი ასდით,
გაზაფხულს ფუტკარი თარგმნის.

“მიტოვებული სახლი”
ყველაფერი აივსო სიცარიელით
კიბეს მთელი ღამე
ფეხის ხმა ესიზმრებოდა.

★★★
დგას მთაზე ათასწლოვანი მუხა
და ნაჯახის ხმებით
მიამბობს ტკივილს…

★★★
შენს წამწამებზე პოეზიის საქანელა დავკიდე
არ დახუჭო
შეიძლება ჩამოვარდე…

★★★
ნაადრევ კოდალას
იმ ხის ცეცხლზე ვწვავ
ნისკარტს რომ უკაკუნებდა წეღან.

★★★
რატომ ყივიან მამლები დილით?
იქნებ წინაპართა ბუმბულით სავსე
ბალიში ტკივათ…

★★★
გამეღვიძა და ჩემს გვერდით იწექი.
გამეხარდა და ცა
შარვალში ჩავიტნიე

★★★
მონატრებისაგან ისე მაგრად ჩაგეხუტე,
ვერც კი მივხვდით,
როგორ გავიარეთ ერთმანეთის სხეული…

ყურის წმენდისას დაწერილი ჰაიკუ”
ღმერთო ჩემო! ამდენი გოგირდი და
მაინც ასეთი მძაფრი პოეტური სმენა
საოცარია, არა?

“პოეტი მეძავთან”
ნეკნებზე თითები დავაწყე
\”ჩემი სასიყვარულო ინსტრუმენტი”/ წავჩურჩულე ყურთან,
პიანისტი ხარო? მკითხა.

★★★
მზის ჩასვლისას ვიჩხუბეთ…
\”აღარ შეგეხებიო”/  და ერთი საათი
ჩემს ჩრდილზე იდგა გაუნძრევლად…

★★★
მატარებელი გვირაბში შევიდა…
მთებმა ღრმად ჩაისუნთქეს…
ორგაზმამდე ხუთი წუთი რჩებოდა…

“შემოდგომა”
ქუჩა დაბერდა,ფოთლები გასცვივდა
ძალა გამოელია და
დგას ლამპიონის ყავარჯნებზე ჩაფიქრებული…

“აგვისტოს წვიმა”
რატომ გიკვირთ აგვისტოს წვიმა?
გაოფლილმა ბუნებამ შხაპი მიიღო,
ცხელი ქარი ქრის,ალბათ ახლა თმებს იშრობს…

“ისევ შემოდგომა”
წვერი მოეზარდა მიწას,
სანამ თოვლით აიქაფავს
გლეხები ცელებს ლესავენ შინ.

★★★
სანაპიროს პირდაპირ ჰორიზონტს ხაზი გაუწითლდა,
მეთევზეები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ
ღრუბლის ბიუსტჰალტერი უჭერდა ცას.

★★★
ქუჩები ქალაქის ბიოგრაფიას,
მარადმწვანე ნაძვის კენწეროებით
წერდნენ ცაზე.

“სექსის წინ”
სურვილი ჩაიფიქრე სანამ გაიხდი
ჩვენი თხევადი ბავშვი
ჯერ ისევ ჩემშია.

★★★
მოდი სადმე გავისეირნოთ
ხომ შეიძლება თავბრუდახვეული დედამიწა
უცბად გაჩერდეს.

★★★
ადამიანად ვერ ამიტანე…
უკვე შენი ტუჩის პომადა ვარ
არ გინდა მაკოცო?

“დაცინვა”
შენი სუნთქვით დაორთქლილ მინაზე
თითით მინაწერი ლექსები
ქარებმა წაიკითხეს.

“წერილი თუ სიხარული?”
ცაზე მოწყვეტილი ვარსკვლავი
თვალში ჩამივარდა და
ღმერთი დავინახე.

“გაზაფხული”
აპრილის ოთხშაბათში ვიდექი,
ხეებს ვიღაცამ სული შეუბერა,
ქერტლივით გაიფანტნენ კვირტები.

“შეყვარება”
შენი მარცხენა კერტი ჩემი სიგიჟის ღილაკია,
თითი მივაჭირე და
გულის ლიფტი გაიღო…

★★★
ცრემლებმა თავსხმა წვიმას
წამწამების ქვეშ
შეაფარეს თავი…

“კოღო”
ყურთან მონოტონური სერენადა ვუმღერე,
ახლა მის სხეულზე \\\”კლასობანას”/// ვთამაშობ
ბედნიერი ვარ…

“10 წუთის შემდეგ”
ტრაგედიაც ამას ჰქვია,
აპლოდისმენტები მომიძღვნა და
შემთხვევით მოვყევი ხელისგულებს შორის…

★★★
საგამოფენო დარბაზი,
ვან გოგის ,,მზესუმზირები,,
ჩემი შეყვარებული ხორბლისფერია.

★★★
რადიოშიშინი…
სატელევიზიო ანძას ღრუბელი გამოედო,
ალბათ იწვიმებს..

★★★
სანამ ლუდს მოვსვამდი
შემოდგომის ბაღს გავხედე
ტანსაცმლის მაღაზიაში 80%_ანი ფასდაკლებაა.

“შიში”
ნუ გეშინია დედა,
ნუ კეტავ ფანჯრებს,
მე გალაკტიონი არა ვარ..

“დრო”
ჯემპრი, რომელიც პირველ პაემანზე მეცვა,
ახლა ფეხის საწმენდად აგდია
შემოსასვლელ კართან..

★★★
ხეებს შორის გაბმული ჰამაკი…
თითქოს გოგონამ საცვალი ჩამოიწია
მუხლებს ქვემოთ.

★★★
ანგელოზებმა თეთრი ღრუბელი
გასაშრობად გაფინეს,
პატარა გოგონამ ქოლგა გაშალა.

★★★
ჩაძინებულ ასტრონომებს ღმერთი ვარსკვლავებიდან
უჭვრეტდა, მერე ნიცშე გაახსენდა და
სიცილით მოკვდა..

★★★
მარტის ღრუბელში
ამოვლებული ვაშლ;ის ხე,
ახლაც ყვავილობს ჩემს ეზოში.

★★★
კვირტებით დათოვლილ
ალუბალს შევხედე და
გუნდაობა მომინდა..

Advertisements

7 responses to “ჰაიკუ ★

  1. Nick აგვისტო 9, 2011, 3:26 PM

    ვახ ვახ ვახ, დიზაინმა დაგლიჯა, პოსტიც ძალიან მომეწონა. პირველად შემოვდგი ამ ბლოგზე ფეხი და რავიიი წარმატებები :*

  2. ketusi აგვისტო 9, 2011, 10:06 PM

    რასაც შენ არ მოიფიქრებ,რაა
    ძალიან კარგია,განსაკუთრებით უმრავლესობა 🙂

  3. teennewson აგვისტო 10, 2011, 3:23 PM

    მომეწონა.. საინტერესოა…

  4. Apple Butaphory აგვისტო 21, 2011, 1:44 PM

    ძალიან კარგია… ცივი,ყველასა და ყველაფრისგან გაქცეული ფიქრებია,ამავდროულად ყველაზე ახლობელი,ნაზი და ნატიფი :)) წარმატებები

  5. M.K. აგვისტო 22, 2011, 12:07 PM

    ხელახლა გადავირიე შენს ბლოგზე!
    პატარ-პატარებად დავიწყე წაღება სტატუსებად, მაგრამ იმდენი მომეწონა (კიარადა, ძალიან-ძალიან მომეწონა), რომ მალევე შევწყვიტე… დაე თვითონ შემოვიდეს სხვა და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოს 🙂
    P.S. დაულაგებელი კომენტარი არ შეიმჩნიო, გადავირიე-მეთქი, ხომ ვთქვი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: