© √áηηί℮ ?¿ ™

√áηηί℮ ?¿ ™ [Posts]
BOOMBOX.GE
My Arts / = The Moon














» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «
★★ ★
ის მზეზე თბება.
მისი ჩრდილი ისეთივეა,როგორც
ერთერთ ახალგაზრდობისდროინდელ ფოტოზე
★★ ★
საჩუქარს ვხსნი და დიდი ყუთია,
დიდი წარწერით “შენი პანდორა”
(კოცნის ღიმილით)
★★ ★
ოთხივე მხრიდან აგეფარე,
მაგრამ ციდან
მომტაცეს შენი თავი…
★★ ★
ღრუბლები ჩნდება,
ადამიანს აძლევს ნებას
მთვარის ყურებისგან დაისვენოს…
★★ ★
მარტო სახლში,
ჩემი ხელი ფრთხილად ეფერება
ბალიშს.
★★ ★
ნისლში ველოსიპედით მგზავრობა,
სველ წამწამზე ჰკიდია
მომცრო წვეთი.
★★ ★
ძველი კარი მოვხსენით სახლს
ეხლა ვფიქრობ მის გასაღებს
რა მოვუხერხო.
★★ ★
სადღაც ქუჩაში.
მხატვარი ხატავს
ჩემს მეორე სახეს.
★★ ★
სარკეში ვიხედები–
აი მოხუცი,რომლისაც მეშინოდა
ჩემს ბავშვობაში.
★★ ★
ნახევარმთვარევ, როგორ გავხარ ბანანს,
როგორც ჩვენ ვგავრთ მაიმუნებს
შენ რომ გიყურებთ
★★ ★
სიცოცხლის
აივნიდან გადმოხრილი
თაიგულს გამოგიწვდის სიკვდილი.
★★ ★
როგორც შარვლის ჯიბეები
სულ ერთად არიან
და ერთმანეთს ვერა ხედავენ.
★★ ★
შუადღის მზე.
ნაყინი დნება უფრო სწრაფად
ვიდრე მე ვლოკავ.
★★ ★
ბრწყინავს
მომღიმარ სახეებზე
მტირალი მთვარე.
★★ ★
მთელ ქვეყანას რომ დაუმალო
სიზმარში წამოგცდება
სახელი მისი…
★★ ★
თუ გითხრა მძულხარო
დარდს ნუ მიეცემი-
ესე იგი ახსოვხარ…
★★ ★
ნისლიდან ნახევრად გამოსული
კუნძულივით მოჩანს ლექსი
დაუსრულებელი…
★★ ★
გ ა ნ ქ ო რ წ ი ნ ე ბ ა.
მათ ღმერთს ვერ გაუგეს
და არა-ერთმანეთს…
★★ ★
გონების საიდუმლო შენია,
გულის საიდუმლო
ღმერთს ესაუბრება…
★★ ★
არასდროს ყოფილხარ სულერთი,
სულ ერთი იყავი
შენ კი ამ სიცარიელეს სიტყვებს შორის ვერც კი ამჩნევდი.
★★ ★
ზაფხულის წვიმით გაჟღენთილი
მიწის სურნელი
ბრმა ოცნებებში მოხუცს აბავშვებს.
★★ ★
მარადმწვანე სიჩუმეში
შენი თვალებიდან ფეხაკრეფით
გამოფრინდა პეპელა
★★ ★
ვუცქერი ქლიავს აყვავებულს
და მისი სუნი
შენს თავს აგონებს ყურის ბიბილოს.
★★ ★
ქარისგან დაწყვეტილი სხივები
აკრიფა უდაბნოში
და ქოხი მოიწნა…
★★ ★
აკვანთან მივიდა დედა
ჩვილმა იგრძნო
და ძილში გაეღიმა.
★★ ★
სივრცის რომელიღაც მხარეში
ექოები იყრიან თავს
და ახალი სიმღერა იბადება.
★★ ★
პირველი კოცნისაგან
ერთნაირად შეჩერებული
სუნთქვა და ღიმილი.
★★ ★
სიყვარულის აღმართს შეუდგა
და მაშინ დაინახა
ცამ მისი ფიქრები…
★★ ★
ის ყოველ დლით
ეფერება საკუთარ სახეს,
როდესაც იბანს.
★★ ★
ერთმანეთის გადასწრებას
ცდილობენ თითქოს
მგზავრი და მისი ჩრდილი.
★★ ★
ყველაზე ბედნიერი პატიმარი-
ძაფი ბამბისა,
სანთლის გულში გამომწყვდეული.
★★ ★
სამყაროც სიყვარულის სახეა,
ხოლო სიცოცხლე და სიკვდილი-
ამ სახის თვალები…
★★ ★
დახატა ცრემლმა გამჭვირვალე ტბა.
ტივტივებენ კითხვის ნიშნები.
ტუჩები დუმან.
მიყვარს ჰაიკუები.
აქ სიტყვები ზედმეტია :))) ჩემი ფავორიტები :
“მთელ ქვეყანას რომ დაუმალო
სიზმარში წამოგცდება
სახელი მისი…”
და
”არასდროს ყოფილხარ სულერთი,
სულ ერთი იყავი
შენ კი ამ სიცარიელეს სიტყვებს შორის ვერც კი ამჩნევდი.”
არ ვიცი, რა არის ჰაიკუ, მაგრამ მომეწონა აშკარად… ბევრი სიკეთეა და სევდა…
ჰაიკუ არის ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე, კლასიკური პოეტური ფორმა. ეს არის უკიდურესად მოკლე სტრუქტურის ლექსი, რომლის მიზანია წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის გადმოცემა. ლექსი ერთი ამოსუნთქვით უნდა იკითხებოდეს, სასურველია ხმამაღლა. ჰაიკუმ მკითხველში აზროვნების სურვილი უნდა აღძრას. მან კი არ უნდა აღწეროს რაიმე, არამედ მკითხველის ფანტაზია აამოძრაოს და გამოიწვიოს მასში გარკვეული სურათი.
მადლობა, ვანი! განმარტებისთვისაც და ჰაიკუებისთვისაც. ამირიდან მე მიყვარს ჰაიკუ და დაველოდები, როდის გადავეყრები აქ ან სადმე სხვაგან 🙂