» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

ჰარმონიული შიში


ალაგ-ალაგ ჩამსკდარ კიბეებს რიტმულად იმეორებდა მოაჯირი, ვინსტონი, მალბორო, კენტი და ისევ ვინსტონი, ოთხი სიგარეტის ნამწვავი კუთხეში მიუყრიათ, სიმაგრეზე ჯდომისგან გაბუჟებულ-ჩადუმებული ჯერ ვერ ვერკვეოდი ჩირქიანი ფიქრებიდან, რა გასაკვირია? როგორც ყოველთვის ქუჩის ჰორიზონტს მივაშურე, მაინც ვერ გამიგია რა ვიპოვე ამ ჰორიზონტში, მაგრამ ერთი ფაქტია, მიყვარს, ისე როგორც შეიძლება გოგო მიყვარდეს, ან დედა… მამა…
ქრონიკული ეგოიზმის საფუძველზე მხოლოდ საჭიროების სემთხვევაში გავდიოდი, როგორც ჩემს ახლობლებს ვნახულობ ხოლმე, (არ გეწყინოთ, საჭიროებაში მონატრებაც შედის და სიყვარულიც, უბრალოდ მე ეს ეგოიზმად მიმაჩნია). ბოლო დროს აბობოქრდნენ ჩემი გაურკვეველი ღამეები და მეც მომბეზრდა ჰორიზონტში ხელიალი დაუსმელი კითხვების პასუხების ძებნაში. მოვიკრიფე მთელი ჩემი სიზმრები, უფრო სწორედ სიზმრებით გამოწვეული გრძნობები, შევაკოწიწე და შეულამაზებლად გადავუშალე ახლობლებს, შველის და თანაგრძნობის იმედით, ნათხოვნი არ მიმიღია მაგრამ, იმხელა ყურადღება დავიმსახურე, რომ სულ გადამავიწყდა თავდაპირველი სურვილები. რა თქმა უნდა უცბათ თავზედაცემულმა ყურადღებამ ისევე მალე შემატოვა ჩემს ჩირქიან სიზმრებს როგორც თავიდან შემეფეთა. ღია საუბრები და მათთან ერთად მეც ძალიან მალე მოსაბეზრებელი გახდა ყველასთვის. შევრჩი მოჩვენებებს, აბორტით მოკლულ ბავშვებს, ქუჩაში დაგდებულ მიტოვებულ ფილტვებს და ჩირქით გაკეთებულ სპაგეტის პორციებს.. ყველაფერი ძველებურად…
ეს სწორედ ის პერიოდი იყო პირველად რომ შევამჩნიე თავს სადიზმის ნიშნები, ალბათ ამდენი ძალადობრივი სიზმრების ფონზე. ავიჭერი, მაგრამ რა გასაკვირი იყო, სიყვარული მუდმივი არასასიამოვნო ფიქრი გახდა, ყველაზე დიდი იმედი მივეცი და სხვებისგან ჩვეული გულგრილობა დამიბრუნა, მეგობრებს ნდობა მივეცი და მოსაბეზრებელი გავხდი.
ეს კი, ეს უკვე ის პერიოდი იყო სადაც პირველად შემომეპარა აზრები “ფსკერისკენ”, მიუხედავად იმისა რომ შიშმა მთელი სხეულით შემიგრძნო, ფიქრები ვერაფრით მოვიშორე. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ერთი აზრიც არ დამბადებია, ამისთვის ალბათ ზედმეტად თავმოყვარე ვარ, მაგრამ არა საკმარისად იმისთვის, რომ ადამიანის სიკვდილი არ დამეგეგმა, მკაცრად დანომრილი, კარგად შემუშავებული, ასჯერ გადამოწმებული გეგმით. ალბათ ბევრი რამ იფიქრეთ მაგრამ მიყვარდა, მთლიანიც და მისი კონკრეტული ნაწილებიც, აუტანელი ბუზღუნიც და მოსიყვარულე ფრაზებიც, გაბურძგნული თმაც და ყველაზე თბილი თვალებიც, მიყვარდა ძილში, ჭამისას და განსაკუთრებით მაშინ როცა ვოცნებობდი ათას სისულელეზე.
მომწონდა თვალების ცეცებას რომ იწყებდა, ვითომ რაღაც საინტერესოს ხედავდა, ან შემთხვევით შეამჩნია, ეს მაშინ როცა იბნეოდა და არ იცოდა რით დაეკავებინა მიმიკა.
წინასწარ ვიცოდი სამყარო არც ისეთი დიდია, რომ საკუთარ სინდისს დაემალო მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ჩემი გადაწყვეტილების სიწმინდეში და შესაბამისად სინდისს არ უნდა შევეწუხებინე, ამით მე ხომ თავს ვიხსნიდი მონოტონური, ქრონიკული თანაგრძნობის დაუკმაყოფილობისაგან, იქნებ აღარც გაშლილიყო ღამ-ღამობით ფანტაზია და ჩემი სადიზმიც სადმე მიჩქმალულიყო…
სიზმრებმა მაინც თავისი გააკეთეს, მოვიდა პერიოდი, როცა სინდისს ვერ გავექეცი და უკვე სხვა სამყაროს ვეძებ.

P.S ეს ყველაფერი დაწერილია “სალუა-სადიზმიაშვილის”-ს ზემოქმედების ქვეშ ასე რომ არ დაიჯერება… ! xD


 

Advertisements

4 responses to “ჰარმონიული შიში

  1. nancygaladriel აგვისტო 22, 2011, 4:48 PM

    უცნაური და საინტერესოა…

  2. teennewson აგვისტო 25, 2011, 3:42 PM

    მშვენიერია…. საინტერესოდ წერ…

  3. ოთო იანვარი 7, 2012, 4:44 PM

    😀 ზემოქმედება კარგია. xD

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: