» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

ტყის სამყარო


– ფრთხილად ! ჩემს გვერდით იარე !
– უკვე, აღარ მჯერა, რომ აქედან გავაღწევთ.
-…
– დავიღალე. იქნებ, ცოტა ხნით, გავჩერდეთ ?!
– ღამდება.
– სიბნელის არ მეშინია.
-მგლების ?!
-…
– რა დროს ყვავილების კრეფაა ?!
– მოვაგროვებ და ღამით გვირგვინებს დავწნავ. მიყვარს გვირგვინების დაწვნა.
– სიბნელეშიც ხედავ?!
– არა, კოცონს ხომ დავანთებთ.
– …
– მოვაგროვებთ ხმელ ტოტებს…
– და დავსხდებით ტოტების გროვის გარშემო.
– კოცონის !
– ასანთი არ მაქვს.
– რომ ვირბინოთ ?
– რომელი მიმართულებით ? შეგახსენებთ რომ გზა აგვებნა.
– მაშინ, ხეებთან ახლოს მაინც ვიაროთ.
– ვითომ რატომ ?
– მგელს რომ დავინახავთ, ზედ ავძვრებით.
-ხელში იმდენი ბალახი გიკავია, მგელს კი ვერ დაინახავ-იგრძნობ.
– ყვავილები ! მშვენიერების აღქმა საერთოდ არ გაგაჩნია.
– ეი…
– ვაიმე, გუბე!
– ჰო, აღარაფერი.
– ფეხები დამისველდა.
– რას აკეთებ ?
– ფეხშიშველი ვივლი, ბალახი ისე რბილია. ვაი!
– ახლა რაღა მოხდა?
-ეკალი.
-…
– რას აკეთებ ?
– ზურგჩანთას ვიხსნი.
– უნდა ვიაროთ; ღამდება. სად მიდიხარ ?
– ხმელ ტოტებს მოვაგროვებ.
-თავშესაფრის აშენებას აპირებ ? ბავშვობაში, როცა ინდიელობანას ვთამაშობდი…
-ჰო, თავშესაფრის. მერე საკაბელო ტელევიზიასაც შემოვიყვანთ და მისაღებ ოთახში, შპალერთან შეხამებულ ავეჯს დავდგამთ.
-…
-ჰა ჰა ჰა!
– ვიხუმრე. სხვათა შორის, ასანთი არც მე მაქვს; კოცონს ვერ დავანთებთ.
-აქ იჯექი და, სანამ არ დავბრუნდები, ფეხი არ მოიცვალო!
– დაგელოდები, თან შენზე ვიფიქრებ.
– ოჰ, ახლა, ჩემზე ბედნიერი კაცი, მთელ დედამიწაზე არ დადის.
– დადის არა, მიდის- ტოტების მოსაგროვებლად.
– ჰმ, აღვშფოთდი. წავედი.
– არა, მასე არა. უნდა თქვა I’ll be back !
– ჰო, იცინე,იცინე!

Advertisements

5 responses to “ტყის სამყარო

  1. ketusi სექტემბერი 11, 2011, 12:35 PM

    ხო ,I’ll be back –უნდა თქვა 🙂
    რაღაცნაირი საყვარელი იყო..
    ისა და,ამას გაგრძელება ექნება? მაინტერესებს მგლები თუ შეჭამენ 🙂

  2. ¸√áηηί℮ ™ ☆ სექტემბერი 11, 2011, 1:01 PM

    კი, მეორე ნაწილსაც დავდებ ;P = ))

  3. Teaa სექტემბერი 12, 2011, 5:55 PM

    აუ ძალიან მაგარია !!!!!!!!!!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: