» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

ტყის სამყარო 2



– ეს ბოლოა.
-ყოჩაღ, მგონი გათენებამდე გვეყოფა.
– რას კითხულობ ?
– ფანტასტიკის ჟანრშია დაწერილი. სიყვარულზეა. კარგად მთავრდება.
– მათხოვე,
– აიღე.
-კარგია, გამოდგება.
-რას აკეთებ ?! ჩემი წიგნი !
– ცეცხლს ვანთებ.
– ,,ცეცხლო, ცეცხლო, დაინთე ”?!
– სანთებელით.
-აბა…
– ჩვენ ასანთზე ვსაუბრობდით.
– მეგონა, არ ეწეოდი.
– არც ვეწევი; უბრალოდ, ასანთზე უფრო მოსახერხებელია. არც ღერები ტყდება და არც კოლოფი სველდება. კიდევ რა გგონია ჩემზე ?
-შორიდან, ცინიკოსი, ეგოისტი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ; მაგრამ, სინამდვილეში, კარგი ვინმე ხარ და არ მინდა, შეიცვალო.
– პირიქით, ბოროტი ვარ და ქვის გული მაქვს; წიგნებსაც ვხევ.
– ნუ წუწუნებ; მეტს მაინც არ შეგაქებ.
– გამომართვი და ჩაიცვი !
– მერე შენ ?
– მე არ მცივა.
-ეს ჯენტლმენური ჟესტი იყო ?!
– მიწაზე ხომ არ დავაგდებდი. წარმოიდგინე რომ საკიდი ხარ.
– რომელი საათია ?
-ცხრა ხდება.
-არ გშია ?
– ”ბიჭები არასოდეს ტირიან, ბიჭებს არასოდეს სტკივათ და ბიჭები არასოდეს წუწუნებენ”.
– ნაყინს შევჭამდი.
– ცოტაც მოითმინე; ათის ნახევარზე, ციყვების სანაყინე გაიღება და დაგპატიჟებ.
– შოკოლადი გიყვარს ?
-…
-მეც.
-დაიძინე და გადაგივლის. ამის შემდეგ, დაკარგვის წინ, საკვები მოვიმარაგოთ ხოლმე.
-გამომართვი.
– შოკოლადი ?!
– -ები.
-საიდან?
-ზურგჩანთის უკანა ჯიბიდან.
– ჩემს დაძინებას ელოდებოდი,მარტოს რომ შეგეჭამა ხომ ?!
-…
– ჭამე და დაიძინე; დაღლილი ხარ. მე ცეცხლს ვუყარაულებ.
– რამე მომიყევი !
– იყო და არა იყო რა, იყო ერთი მგელი, რომელსაც ძალიან უყვარდა სიბნელეში უხმოდ სიარული. გამოვიდოდა თავისი ბუნაგიდან, დაყნოსავდა ჰაერს და სუნს გაჰყვებოდა. მერე იწყებდა ნადირობას…
– უუუ !
– …
– ჰა, ჰა, ჰა, ჰა !
– მორჩა, ხმას აღარ გაგცემ.
– ჩემი ყვავილები მომაწოდე !
– რა დროს ყვავილებია ?!
– გვირგვინები უნდა დავწნა.
– დაღლილობისგან თვალები გეხუჭება.
– ყურადღებას გადავიტან და არც მე დავიძინებ.
– მორჩი გმირობანას; ცეცხლს მე მივხედავ.მგლებს ჩემი ეშინიათ, ასე რომ, სანერვიულო არაფერი გაქვს.
– შენც დაიღალე.
– ყველას ბედი რატომ გაწუხებს ?
– შენ ყველა არ ხარ.
– ხომ ხედავ, დაღლილობისგან,ბოდვაც დაგეწყო. ღამე ბევრჯერ გამითევია. ჩემზე ნუ ღელავ. რა გაცინებს ?
– ნახევარი საათის განმავლობაში, არც დაგიცინია, არც გიჩხუბია, პირიქით ჩემზე ზრუნავ კიდეც.
– მალე, ალბათ, ხმებიც ჩაგესმება.
-ჩუმად !
– წესით, ეგ რეპლიკა მე უნდა მეკუთვნოდეს.
– არა, მართლა.გესმის ?!

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
რამდენი გეძებეთ, რუკის მოცემა როგორ დაგვავიწყდა !
– ხომ კარგად ხართ ? როგორი დაღლილი სახეები გაქვთ.
– ჩასხედით მანქანაში ! კარვები გავშალეთ, უკვე. აქედან ოთხ კილომეტრშია.მალე მივალთ.
– ჯგუფიდან,კიდევ სამს აერია გზა; თუმცა იმათ მალე მივაგენით.
– ალბათ, გშიათ. მთავარია, რომ კარგად ხართ. მალე მივალთ.
– ჩუმად, მგონი სძინავთ !
– ჰო,ჩასძინებიათ.
– ჰა, ჰა, ჰა.
-ხომ ვამბობდი.
– მართლა, კარგი წყვილია.
– გაჩუმდი და გზას უყურე !

Advertisements

13 responses to “ტყის სამყარო 2

  1. ketusi სექტემბერი 11, 2011, 2:53 PM

    ჰა ჰააააააა,ჰეფი ენდ?
    აი ამაზე განსაკუთრებით ვიხალისე :
    — მიწაზე ხომ არ დავაგდებდი. წარმოიდგინე რომ საკიდი ხარ.
    და
    –ცოტაც მოითმინე; ათის ნახევარზე, ციყვების სანაყინე გაიღება და დაგპატიჟებ.
    კარგი იყო … ❤ ❤ ❤

  2. კახი სექტემბერი 11, 2011, 4:10 PM

    რა კარგი იყო :დ გავერთე 🙂 მე ეს მომეწონა “-ხომ ვამბობდი.
    – მართლა, კარგი წყვილია.” მესამე ნაწილი აღარ იქნება?? 😀

  3. cuga93 სექტემბერი 11, 2011, 4:30 PM

    :))) მმმმმ კარგი იყო,
    გაგრძელება იქნება?

  4. ¸√áηηί℮ ™ ☆ სექტემბერი 11, 2011, 5:58 PM

    შეიძლება გაგრძელება, მაგრამ ჯობია ესე დამთავრდეს 😛 😛 = )) მსგავს მომავალში დავწერ : )

  5. აქსიომა სექტემბერი 16, 2011, 10:17 PM

    შენი ბლოგიდან გასვლის შემდეგ, ყოველთვის მგონია რომ უცნაურ მულტფილმს ვუყურე. მაგარია! 🙂

  6. გვირილა ოქტომბერი 22, 2011, 9:13 PM

    საყვარელი ^_^
    რა კაია პატარ-პატარა რაღაცეების დანახვა რომ შეგიძლია :-*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: