» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

მე ღმერთი !


მე თითქმის ყოველთვის ვიყავი თქვენთან.

ოთახის კუთხეში დასჯილი ბავშვივით მიყუჟული გიყურებდით, როგორ ხარობდა თქვენი გული უსამართლობისას…

მე საკუთარ სისხლს ბარძიმის შეუვალობით მოგართმევდით, გეუბნებოდით:

,, ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა”.

თქვენ მსვავდით, თუმცა ვხედავდი, როგორ შორს იყო თქვენი გულები ჩემგან..

მე თქვენთან მოვდიოდი ადამიანის სახით, წელში მოხრილი, მშიერი, თქვენ კი კარს მიკეტავდით და ძილის წინ ამბობდით:

,, პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს…”

მე მიტევებას გასწავლიდით სხვისგან ჩადენილ შეცდომებზე, თუმცა უშედეგოდ.. სამაგიეროდ მესმოდა:

,, მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა…”

მე, აგერ უკვე მერამდენედ შეურაცხყოფილი ისევ ვდგავარ ამბიონზე და ვისმენ ,,რატომ უფალო”, თუმცა მე თქვენში იმდენი ძალა ჩავდე ამ კითხვას არც დამისვამდით..

მე ჩემი თვალით ვნახე, როგორ მაჭედებდით საკუთარი შვილები ლურსმანს ხელებზე, რომელმაც თქვენ გამოგძერწათ. შეურაცხყავით ჩემი სული, რომელიც თქვენშია..

მე, უკვე აღდგომილს, ახლად შეხორცებული ჭრილობებით, ისევ თავიდან მტკივა თქვენი ცოდვები, თავიდან ვათრევ თქვენი შეცდომების ჯვარს…

და უკვე მერამდენე დაყივლებაზე მამლის, უარმყოფს ჩემი შვილი..

მე, თქვენი სიყვარულით უკიდეგანოდ აღსავსე, ვგრძნობ ტკივილს, რასაც ერთის მეორისადმი უარყოფა ჰქვია..

და თქვენ, ჩემი სამყაროს პატარ-პატარა ნაწილები დაუფიქრებლად დადიხართ ჩემს სხეულზე, მეტიც, საკუთარი ნებით გამოგაქვთ განაჩენი, ვითარცა იუდას…

მე ღმერთი, თქვენი გულგრილობით თვალცრემლიანი, ისევ ავდივარ გოლგოთაზე და მიუხედავად ამისა, ყველაფერს გპატიობთ ,, უკუნითი უკუნისამდე ,

ამინ !

Advertisements

12 responses to “მე ღმერთი !

  1. Apple Butaphory სექტემბერი 18, 2011, 1:06 PM

    ენა ჩამივარდა…:| გულში ჩამწვდომი და სულის შემძვრელი სიტყვებია ..

  2. Chiamaria სექტემბერი 19, 2011, 10:55 AM

    ყოჩაღ!!!!!!!!!!!!!!!
    ათასჯერ!!

  3. finiki სექტემბერი 22, 2011, 6:33 AM

    ვფიქრობ კომენტარი ზედმეტია. არაჩვეულებრივია.

  4. Dav1D სექტემბერი 22, 2011, 9:50 AM

    ეს უბრალოდ სიტყვების და ფრაზების ლამაზი თანაწყობა არაა, ეს არის ნააზრევი რომელიც ადამიანის დააფიქრებს თავისი ცხოვრების გადადგმულ თუ მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებზე, ხოლო ვინც ყურადღებით შეიცნობს ამ ყველაფერს, სიბრძნეს და სიღრმეს, აუცილებლად მისი ცხოვრების გზა იქნება სწორი და ღმერთის სიყვარულისკენ ძიების გზაა… საღოლ ძაან მაგარია ..

  5. Butterfly სექტემბერი 22, 2011, 10:27 AM

    აქ ყველანაირი სიტყვა ზედმეტია…არაჩვეულებრივად არაჩვეულებრივია…

  6. Giorgi Jajanidze ოქტომბერი 16, 2011, 5:37 PM

    მე ღმერთი, შენ ღმერთი, ის ღმერთი 😕 😀

  7. natia დეკემბერი 15, 2011, 6:25 PM

    მაგითიც შეურაწყოფას აყენებ ღმერთს, ჩვენ არ ვართ ღმერთები და არც იმის უფლება არ გვაქვს თავი ღმერთად მოვიხსენიოთ…. უცოდველი და ყოვლისშემძლე არვინაა :X

    • ¸√áηηί℮ ™ ☆ დეკემბერი 19, 2011, 5:25 PM

      ცუდია, საერთოდ როცა, ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით უყურებ და “უყურებს” ადამიანი :), მერწმუნე არავითარი შეურაწმყოფელი არ არის აქ 🙂 უბრალოდ არასწორად გაიგე და ‘პირდაპირ” 🙂

  8. ოთო იანვარი 7, 2012, 3:53 PM

    ნამდვილად ნაფიქრია და გულიდან ამოსული სიტყვებია. კარგად არის ის ყოველდგიური ფაქტები აღბეჭდილი რომელსაც ყოველ დღეეს ჩავდივართ ყოველ დღე გოლგოთაზე მომხდარი ფაქტი მეორდება ჩვენი გაუაზრებელად ჩადენილი საქციელის გამო ასე რომ თუ ვერ დავდივართ სიტყვაზე ეკლესიაში და ესეც რათქმაუნდა ჩვენგან მომდინარეობს ეს პრობლემაც ასეთი თემა და ასე კარგად გადმოცემული სიტყვები აშკარად ბევრ ადამიანს დააფიქრებს თავიანთი თავის არსებობის აზრზე და თუ რა არ უნდა გავაკეთთ. საგოლ ვანნიე ძმა ხარ და ნამდვილად ვაფასებ შენს შემოქმედებას და პიროვნებას

  9. girlwithumbrella მარტი 18, 2012, 11:47 AM

    ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარია!

  10. tiko yaulashvili ივნისი 16, 2013, 5:31 PM

    გვწამდეს უფალი ყოველთვის და გვახსოვდეს იგი მუდამ.

    ამინ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: