» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

წერილი


“რიონოსკე აკუტაგავამ შემდეგი წერილი დაუტოვა მეგობარს და ამით სამუდამოდ გამოემშვიდობა”

“ალბათ არც ერთი თვითმკვლელი ბოლომდე დარწმუნებული არ არის იმ მოტივში, რის გამოც თავს იკლავს. ჩემს შემთხვევაში უშნო მიზეზების მთელი თაიგულია, მთავარი კი ალბათ ის გაურკვეველი მღელვარებაა, რომელიც უკვე მრავალი წელია მაწუხებს. ბოლო ორი წელია, მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობ და დიდი ინტერესით ვეცნობი სიკვდილის ყველა სავარაუდო ინტერპრეტაციას. ჩემი აზრით, “ცხოვრება იდიოტისა” არის ის ნაწარმოები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე დავწერე. როცა გადაწყვეტილება მივიღე, ვიფიქრე, ჯობს, ნაკლებად მტკივნეულად დავტოვო ეს სამყარო. დასავლეთისგან განსხვავებით, ჩვენ თვითმკვლელობას დიდებულ ცოდავად არ მივიჩნევთ, ამიტომ არ მგონია, უფალი ძალიან გამიბრაზდეს. ჩამოხრჩობა, იარაღის სროლა ან ვენების გადაჭრა ძალიან ბინძურია. მთელი ცხოვრება ბინძური ვიყავი, მუდამ დაუვარცხნელი და ჭუჭყიანი ტანსაცმლით დავდიოდი, რადგან ფიზიკური ესთეტიკისთვის დრო არასოდეს მქონდა. ვაღიარევ ბინძური ვიყავი. სულ სადღაც მაგვიანდებოდა, ახლაც მალე უნდა წავიდე, თავი უნდა მოვიკლა. ჩვენ, ,ადამიანები, ხშირად ცხოველებივით ვიქცევით, მაგრამ ამის აღიარება არ გვინდა. ახლაც, სიცოცხლის ბოლო წუთებში მხოლოდ საკვებზე და ქალებზე ვფიქრობ. მაგრამ ალბათ უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებ იმ სიმშვიდისგან, რომელიც საბოლოოდ დამიპყრობს. სამყარო, რომელშიც ახლა ვცხოვრობ, არის დაავადებული ნერვებით სავსე, ისინი ყინულივით გამჭვირვალეა, მე მათ ვხედავ. ალბათ ჩემი ნებაყოფლობითი სიკვდილი ბედნიერებას თუ არა, სიმშვიდეს მაინც მოგვიტანს ყველას…”
——————————————————————————————————————————————-
© ® Akutagawa Ryunosuke

Advertisements

12 responses to “წერილი

  1. Mallorie სექტემბერი 30, 2011, 2:12 PM

    ვანი, ვანი, ვანი… ძ<3
    უნდა მეტქვა…
    დღეს სკოლაში უცებ ამტივტივდა – ვანი… ჰოდა, უუუუცებ გატანტალდა – ვანი…. მივხვდი, თუ როგორ ძალიან მიყვარხარ… ❤ შენი ნომერი არ მქონდა, თორემ აუცილებლად მოგწერდი….

  2. baskvia ოქტომბერი 2, 2011, 12:30 PM

    ავადმყოფი ყოფილა =))

  3. აქსიომა ოქტომბერი 3, 2011, 10:01 PM

    ამ წერილის შესახებ არაფერი ვიცოდი. უდიდესი ადამიანი იყო. 😦

  4. Giorgi Jajanidze ოქტომბერი 16, 2011, 5:34 PM

    წავიღებ ამასაც ))) ;* ;* და აკუტაგავას ნაწარმოები ხომ არ მოგეპოვება ვან?

  5. mishagiorgadze დეკემბერი 24, 2011, 5:45 PM

    შემოქმედი, საინტერესო სამყაროს მქონე ადამიანის თვითმკვლელობაც რა ლამაზია …

  6. kitiashvili თებერვალი 26, 2012, 3:54 PM

    ეს უმშვენიერესი კომპოზიცია ვის ეკუთვნის?

  7. bela მარტი 8, 2012, 9:06 PM

    “დამიბრუნდი, განდგომილო -ამბობს გმერთი. -რისხვით არ შეგხედავ, რადგან ერთგული ვარ, მარადიულად არ დავრჩები ნაწყენი…

  8. Tarashi Giorgadze აგვისტო 15, 2013, 12:23 AM

    შესანიშნავია ჩემო კეთილო ავტორო. შესანიშნავია ვამბობ რადგან უკეთეს სიტყვებს არც ვეძებ. ადამიანებს ბევრი რამის გაგება არც შეუძლიათ და არც სურთ. სიმშვიდეს მაშინ ვპოულობთ, როცა ჩვენი სამყაროთა აღქმის ფარგლებში ვმოძრაობთ. როდესაც ვხედავთ უცნაურს განსხვავებულს, აღვიქვამთ საფრთხედ და ვისვრით უმისამართო ქვებს, სახელად გიჟი, შეშლილი, ავადმყოფი. ყველაფერის მიზეზი რაში იმალება არავინ იცის, მაგრამ ერთ-ერთი ამ ქმედებისა ადამიანების ქმედება ინდივიდებზეცაა. განა დეპრესია რაარის, თუ არა სხვა ადამიანების ჩვეული სამყაროსაგან გამოყოფა. რატომ ეყოფიან? იმიტომ, რომ მათში განსხვავებული ტემპით ფეთქავს გულში გრძნობები. ჩვენ მათ ვერ ვუგებთ, რადგან ისინი სხვა ნოტებზე იწყებენ და ასრულებენ ნაწარმოებს. უფრო მეტად ღრმად და გულის სიღრმეში დამალული ფიქრების ასაშლელად. შესანიშნავია ჩემო კეთილო ავტორო რადგან შენ იპოვნე ამ ადამიანის ნაწილი ცხოვრების ერთი წვეთი, რომელმაც აჩვენა თუ რა დიდი სული გააჩნია მას და მის მსგავსთ ქვეყნად.
    არცერთ თვითმკვლელს არ სურს სიკვდილი და ყველა მათგანს უყვარს სიგიჟემდე სიცოცხლე. უბრალოდ მათ საკუთარი ადგილი ვერ იპოვეს ჩვენს სამყაროში. ამიტომ მაგ: ჩემთვის უადგილო ადგილიდან წასვლას ვინმემ რომ სიგიჟე უწოდოს სისულელე იქნება. განა არა. ჯობია ადამიანებმა შეწყვიტონ იმის მოსმენა, რისი გაგებაც მათ არ სურთ. თუ სხვისი საქციელი მიუღებელია თანაც ასეთი, გაჩუმდი, განა შენს ცხოვრებას დააკლდა მისით რამე? გიჟი რატომაა შენ ვერ ახსნი. ყველას საკუთარი ცხოვრების გზა აქვს და ნუთუ შენც გიჟი უნდა გიწოდონ რადგან საკუთარ ცხოვრებას მიყვები. საჭირო რაა? მდუმარედ ვუყუროთ სხვის ქმედებას რადგან ყველა შემთხვევაში, ის საკუთარ ცხოვრებას თავად განკარგავს და რადგან დახმარება არ შეგვიძლია ნურც განვკიცხავთ ან შევაფასებთ. თუ გაკიცხვაა მიზანი საერთოდ ნუ აღიქვამ მისთ ცხოვრებას. მისთ მრავალი კიდევ მოდის და მიდის. ყველა გავკიცხოთ, ყველას შეშლილი ვუწოდოთ? რატომ? ……….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: