» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

ფურცლის ნაგლეჯი


ახლა, როდესაც ყველაფერი ასე ზუსტია,
ასე ნათელი, ნაცნობი და ჩვეულებრივი,
როცა ვზივარ და კბილებჩაცვენილ კლავიატურას
ვაწვალებ, რამე რომ მოგიყვე,
ანდა უბრალოდ,
იყოს, თავისთვის შემორჩენილი…
ახლა იმდენი რამის თქმა და მოყოლა მინდა,
ისე მახსოვხარ
ჩემს ოთახში ჩამოკიდული
მთლად დანესტილი კედლის ოდნავ გადასაფარად…
ციცქნა ჩარჩოში,
ახლაც მიკვირს, როგორ ჩაგტიე…
იმისაც მიკვირს, როგორი დიდი მეგონე მაშინ,
გამომცდელივით დავდგებოდი ხანდახან შენთან,
ხელში სულ მთლად სველი შარვლით ანდა სხვა რამით
და კიდევ უფრო გამომწვევად დაგავალებდი:
„აბა, მიდი და ეს გააშრე, თუ მაგარი ხარ…“
და მერე სველის შეხებაზე უსიამოვნო
ის განცდა იყო-
საკუთარი სხეულის განცდა…
მერე უბრალოდ,
როგორც ხდება,
ტრივიალურად,
ნელ-ნელა გაქრი…
ხან წვიმის წყალმა გადაგრეცხა,
სამხრეთის ქარმა გაგცვითა ხან კი…
და, ალბათ, აღარც მოგიკითხავდი,
რომ არა ერთი ფარატინა ფურცლის ნაგლეჯი,
გამოკვეთილი კალიგრაფიით გამოწერილი დასახელება-
დაავადების, ავადმყოფობის, სენის ან ა.შ.
კიდევ მრავალი სინონიმი გამოიგონა კაცობრიობამ,
მდგომარეობის უფრო ზუსტად გამოსაკვეთად…
და სულაც არ გთხოვ, შენთან ყოფნას,
ან რამე მსგავსი,
მე არც არაფრით ვიმსახურებ რაიმეს ისეთს,
განსაკუთრებულს…
არც ავაზაკი არ ვარ რამე მოვინანიო,
არც ანგელოზი მიგაცილო ჯვრამდე ან იქით..
მხოლოდ ხანდახან შემახსენებს სხეული ყოფნას,
რომ მე დავდივარ,
ვგრძნობ და ისევ ისე განვიცდი,
რომ მტკივა ყველა ორგანო და ძვლებში კი მახრა
შემოჩენილი
ადრე თუ კიდევ უფრო ადრე ყველაფერს დაღრღნის…
რომ მალე ისევ მოვა ზამთრის მსუსხავი დილა,
რომ დედამიწაც ძველებურად ვეღარ დამიტევს,
მარტივად რომ ვთქვა-
მოვკვდები და აღარ ვიქნები,
დავემსგავსები წვიმიან და შეცვლილ ამინდებს…
რომ მაშინ მოხვალ,
ჩარჩოთი ან ჩარჩოს გარეშე
და ყველას თვალწინ
ცივ სუდარას შემომიკეცავ-
ეგება გავთბე.
მანამ კი მხოლოდ ლოდინია,
მხოლოდ ლოდინი…
სხვა- არაფერი..!

Advertisements

8 responses to “ფურცლის ნაგლეჯი

  1. nick ნოემბერი 7, 2011, 10:52 AM

    მუსიკა როგორ უხდება !

  2. გვირილა ნოემბერი 8, 2011, 9:10 AM

    “ისე მახსოვხარ
    ჩემს ოთახში ჩამოკიდული
    მთლად დანესტილი კედლის ოდნავ გადასაფარად…
    ციცქნა ჩარჩოში,
    ახლაც მიკვირს, როგორ ჩაგტიე…” – ❤
    მელოდია საშინლად ლამაზია და საშინლად უხდება პოსტს 😉
    შენ კიდე ზარმაცი ხარ და ხშირად არ წერ 😦

  3. გვირილა ნოემბერი 8, 2011, 6:09 PM

    ეეე, გამიხარდა ^_^
    მერე მომიყევი ამბები :-*

  4. AnAnO_o ნოემბერი 27, 2011, 2:03 PM

    არ ვიცი ვინ ან რა ხარ, მაგრამ შენი ნაწერით საშინლად შემაყვარე თავი… მომწონს ძალიან თითოეული სიტყვა, აბზაცი და ასო… 🙂

  5. Butterfly თებერვალი 17, 2012, 6:25 AM

    “მერე უბრალოდ,
    როგორც ხდება,
    ტრივიალურად,
    ნელ-ნელა გაქრი…” :შ:შ:შ არ ვიციი მეე შენი მუშაობაა და მოუცლელობააა.დაწერე ხშირად ხოლმეე უფ :/ 😦 🙂 😉

  6. iii მაისი 19, 2012, 10:07 AM

    . . .არ ჩანდა არსად გემი,
    იყო ტალღების მარში
    ვიდექ ნაპირთან ახლოს
    მზე ეშვებოდა ზღვაში. . .

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: