» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

ვინ ვარ ?

Image

თითებმა როგორ არ შეიგრძნოს შენი სიცოცხლე?
დაბრუნდიი…
გულმა ეს ტკივილი როგორ  ატაროს?
შენი განვლილი გზის ბილიკი გავთელო მარტომ?
რა დავუშავეთ ამ დამპალ და უხეშ სამყაროს?
გიკვირს?
გიკვირდეს,
მე ეს ბოღმა გამყვება მუდამ,
რწმენის ზარები ჩემში უკვე სხვაგვარად რეკენ,
ბზარი გაუჩნდა ყალბ ფრაზებს და ლამაზ ოცნებებს
დღეს ეშმაკები მუხლს ვიცი,რომ არ მოიდრეკენ…
განაწამები, უსასოო და უნუგეშო
ამ ბნელ ოთახში მარტოობის სიბრაზეს ვამსხვრევ,
ქარიშხალივით გაიფრენენ ეჭვები თავში,
ვფიქრობ და თითქოს შენზე ფიქრებს დილეგში ვამწყვდევ.
მომბეზრდა…
მოდი,
იქნებ ჩემშიც განელდეს გლოვა,
ნახე ჭრილობას  ნატყვიარი როგორ ემჩნევა,
ისე ჩავშავდეთ,რომ გაადვილდეს ჩვენი შემჩნევა…
შეწყვეტილ წუთებს ვერ დავარქმევ სიკვდილის სახელს,
სულის სიცოცხლე ემოციას მმატებს და მთრგუნავს,
ახლა ჩვენს შორის სიკვდილი დგას უენო მოწმედ
და ეშმაკები ყოველ ფიქრს რომ მითვლიან მტრულად.
მე მეზიზღებით…
თუმცა ხშირად მეც ვარ სატანა,
მეც ვარ უძლური,
მეც მიღრღნიან სხეულს ეჭვები…
სისხლი აღარ მაქვს,მხოლოდ ზიზღი მოძრაობს ძარღვში…
ცოცხლებში მკვდარი,
მკვდრებში ცოცხალი,
ვინ ვარ ? ვერ ვხვდები !!!

Advertisements

8 responses to “ვინ ვარ ?

  1. girlwithumbrella მაისი 29, 2012, 6:02 PM

    მაგარია…. ზე ხარ ❤

  2. elle_ello მაისი 30, 2012, 2:07 PM

    ალბათ სიტყვები არ ეყოფა იმ განცდეების არწერას, რაც ამ ლექსმა მომცა 🙂

  3. Grio ივლისი 13, 2012, 9:11 AM

    კარგია. მომეწონა

  4. salome იანვარი 19, 2013, 12:17 AM

    ვერც მე ვერ ვხვდები.. თუმცა შენ მძაფრად გრძნობ..

  5. tako მარტი 26, 2013, 3:22 PM

    მეწვიე ბლოგზე და თან კომენტარიც არ დაიშურო ( დამაკლიკე სახელზე)

  6. Mako Macharashvili მარტი 17, 2015, 9:44 AM

    მე მიმაქვს რაღაც საოცრებააა ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: