» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

Tag Archives: ღრუბლები

ჰაიკუ ★


“სექსი ლიფტში”
მეცხრე სართულისკენ დავიძარით…
გავცდით და
ასე აღმოვჩნდით უსასრულობაში…

“შემთხვევა”
ერთხელ ღმერთიც დათვრა და
ცხვრის ფარა
ღრუბლებში აერია…

★★★
ხე მოჭრეს და მისგან ფანქრები დაამზადეს.
დადის დაღლილი მხატვარი
და ამაოდ ეძებს ჩრდილს. Read more of this post

Advertisements

უცხო…


–იდუმალებით მოცულო კაცო,მითხარ,ვინ გიყვარს ყველაზე მეტად,დედა,მამა,და თუ ძმა?
–მე არა მყავს არც დედა,არც მამა,არც და–ძმა…
–მაშ,მეგობრები?
–მაგ სიტყვის აზრი დღემდე უცნობია ჩემთვის…
–იქნებ სამშობლო?
–არც კი ვუწყი,რომელ განედზე მდებარეობს იგი…
–მშვენიერება?
–მე მზადა ვარ შევიყვარო მშვენიერება,ტუკი იგი ღვთაებრივი იქნება და უკვდავი…
–ოქრო?
–მე მძულს ოქრო ისევე,როგორც თქვენ გძულთ სამყარო…
–მაშ,რაღა გიყვარს ბოლო–ბოლო საოცარო უცხოელო?
–ღრუბლები მიყვარს…ჰე,ცის ტატნობზე რომ მიცურავენ…ის საოცარი ღრუბლები…

© შარლ ბოდლერი