» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

Monthly Archives: აგვისტო 2011

ჰარმონიული შიში


ალაგ-ალაგ ჩამსკდარ კიბეებს რიტმულად იმეორებდა მოაჯირი, ვინსტონი, მალბორო, კენტი და ისევ ვინსტონი, ოთხი სიგარეტის ნამწვავი კუთხეში მიუყრიათ, სიმაგრეზე ჯდომისგან გაბუჟებულ-ჩადუმებული ჯერ ვერ ვერკვეოდი ჩირქიანი ფიქრებიდან, რა გასაკვირია? როგორც ყოველთვის ქუჩის ჰორიზონტს მივაშურე, მაინც ვერ გამიგია რა ვიპოვე ამ ჰორიზონტში, მაგრამ ერთი ფაქტია, Read more of this post

სუნთქვის ბრმა ემოცია


ძველი კაბარე…
კუთხეში ღმერთი…
წვიმის შანსონი..
ნოსას პიესა…
ქუჩაში სამი : Read more of this post

ჰაიკუ ★★


★★ ★
ის მზეზე თბება.
მისი ჩრდილი ისეთივეა,როგორც
ერთერთ ახალგაზრდობისდროინდელ ფოტოზე

★★ ★
საჩუქარს ვხსნი და დიდი ყუთია,
დიდი წარწერით “შენი პანდორა”
(კოცნის ღიმილით)

★★ ★
ოთხივე მხრიდან აგეფარე,
მაგრამ ციდან
მომტაცეს შენი თავი… Read more of this post

ჰაიკუ ★


“სექსი ლიფტში”
მეცხრე სართულისკენ დავიძარით…
გავცდით და
ასე აღმოვჩნდით უსასრულობაში…

“შემთხვევა”
ერთხელ ღმერთიც დათვრა და
ცხვრის ფარა
ღრუბლებში აერია…

★★★
ხე მოჭრეს და მისგან ფანქრები დაამზადეს.
დადის დაღლილი მხატვარი
და ამაოდ ეძებს ჩრდილს. Read more of this post