» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

Monthly Archives: თებერვალი 2011

ასტრალური მოგზაურობა დიდი შვებაა


ანოდი და კათოდი ყველაშია , თუმცა ზოგში ანოდი ჭარბობს , ზოგში კი კათოდი … ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან განვსხვავდებით , ოღონდ ვიცვლებით ასაკის მატებასთან ერთად , თორე ახალშობილი ყველა ერთნაირია … გარშემო მომხდარი ამბები ჩვენზე მოქმედებს , მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე , რომელიც წლების მანძილზე გვიყალიბდება … ჰაერში დიფუზიას განიცდის ადამიანთა მძაფრი სიმყრალე … ამ სიმყრალის შეგრძნება ყოველ ჩვენგანს ძალუძს , რადგან ის გაჟღენთილია ყველაფერში … ყველაფერი კი ჩვენს გარშემოა და სამყაროს გვივსებს … ამას სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს … აქ ხომ შეშლილთა თავისუფლება სუფევს და ”ადამიანთა ჯიშიც” ხომ სიცოცხლის მოყვარულ გარემოს ქმნის , რომელშიც ყველა ერთნაირად ”შეშლილი” უნდა იყოს , თორე მას ”უცხოდ” ჩათვლიან , რადგან ის განსხვავებული იქნება … Read more of this post

სიყალბისგან გათავისუფლება ,,,


ღია სივრცე , ინტიმური ატმოსფერო … არ იგრძნობოდა არც სიუხეშე , არც სიმდიდრის სუნი … შეინიშნებოდა მხოლოდ ნაზი ნისლი … შპალერგაკრულ ტალახიან საძინებელში , ამ სივიწროვეში ბინძური ვიყავი … შემომრჩენოდა მხოლოდ მეოცნებე სახე … უცხოობის გრძნობას შევეპყრე , თითქოს აქ პირველად ვყოფილიყავი … მეზიზღებოდა ეს ადგილი ! Read more of this post

ჩავიხრჩობოდი …


შინაგანი კატასტროფა, გარეგან კატასტროფაზეა დამოკიდებული… Read more of this post

დიდი სცენა …


როგორი წარმოგვიდგენია საკუთარი თავი მსახიობების გარემოცვაში,რომლებიც თავს არ გაცნობენ,რადგან ისინი მსახიობები არიან,რომელთა პიროვნებები გარდამავალია და შეუცნობადი…შეშინდები და უვიცივით რაღაც უაზრო კითხვებს დასვამ,აქეთ-იქეთ დაიწყებ თვალებით ხეტიალს და ბოლოს მიაშტერდები რაღაც წერტილს და კითხვებზე მხოლოდ თავის ქნევით გასცემ პასუხებს … ჰმ , და რა პატარა გამოჩნდები ამ დროს.სცენაზე პირველად გამოსვლას ჰგავს,შიშისგან სცენარს რომ ურევ,თუმცა შემდგომ შიშიც ქრება და უკვე იწყებ როლის მორგებას,თანაც ისე,რომ სცენიდან ჩამოსვლის შემდეგაც როლში
რჩები … Read more of this post

”არავინ და არაფერი” არ მესმის…

მარტო დარჩენილს უსიამოვნო ფიქრები მაწუხებს,რაღაც შინაგანად ვირევი ხოლმე …ფიქრები იწყება წარსულის მოგონებებით , გრძელდება აწმყოს გაურკვეველი ცვალებადობით და მთავრდება მომავლის შეუცნობადი მოვლენებით … გაურკვევლობა იცავს ჩემს ოთახს და თითქოს ვპატარავდები … ოთახი უფრო დიდი ჩანს და ამ სივრცეში ვიკარგები … Read more of this post

უცხო…


–იდუმალებით მოცულო კაცო,მითხარ,ვინ გიყვარს ყველაზე მეტად,დედა,მამა,და თუ ძმა?
–მე არა მყავს არც დედა,არც მამა,არც და–ძმა…
–მაშ,მეგობრები?
–მაგ სიტყვის აზრი დღემდე უცნობია ჩემთვის…
–იქნებ სამშობლო?
–არც კი ვუწყი,რომელ განედზე მდებარეობს იგი…
–მშვენიერება?
–მე მზადა ვარ შევიყვარო მშვენიერება,ტუკი იგი ღვთაებრივი იქნება და უკვდავი…
–ოქრო?
–მე მძულს ოქრო ისევე,როგორც თქვენ გძულთ სამყარო…
–მაშ,რაღა გიყვარს ბოლო–ბოლო საოცარო უცხოელო?
–ღრუბლები მიყვარს…ჰე,ცის ტატნობზე რომ მიცურავენ…ის საოცარი ღრუბლები…

© შარლ ბოდლერი

თითქმის არც კი მძულს,მაგრამ მთელი სულითა და გულით მეზიზღება … გაგეცინებათ და მე ის მიყვარს !


ტრიუმფის ბოროტი გრძნობა … არ მძულს,მაგრამ მეზიზღება … როგორც კი მისი სუნის გავლენის ქვეშ ვექცევი , იძულებული ვხდები მიყვარდეს … მისი სუნის გავლენის ქვეშ კი ხშირად ვარ … მას ჩემიანად ვიღებ და ვიყვარებ – თავდავიწყებით , გიჟურად , ჩემებურად … Read more of this post

უმაღლესი მარტოობის პოლუსისკენ მივიწევ


” დასანახად ჩადენილი ” ქცევებით , ” საჩვენებელი სიტყვებით ” რაც არ უნდა თავბრუ დაგვახვიონ , მაინც ასეთები არიან – უგულოები და არარომანტიულები , ბუზღუნები და შეუგნებლები , ეგოისტები და სულით მახინჯები ! ზოგჯერ , ათასში ერთხელ გალამაზდებიან , მაგრამ ბოლოს მაინც იფუჭებენ ხოლმე მაკიაჟს , გამომეტყველებას იცვლიან და უგრძნობ პირუტყვებს ემსგავსებიან … Read more of this post

მოჩვენება = (


ადამიანების გარემოცვაში შეუმჩნეველი ვრჩები ხოლმე , იმიტომ კი არა , რომ მათ ვეზიზღები ,როგორც ადრე მეგონა , უბრალოდ გვერდით , რომ ჩავივლი ვერ მამჩნევენ , მხედავენ , მაგრამ ჩემს არსებობას ვერ გრძნობენ … მოჩვენებითი საფრთხე ხალხის სიმყრალეში ქრება … სუნების სიწყნარისკენ ვისწრაფი სულიერი თავისუფლებისთვის … მოზღვავებულ ზიზღს საკუთარ თავშივე ვიკლავ … Read more of this post

იფიქრე და დაიჯერე !


რეალობას თვალს თუ გაუსწორებ
დაიბნევი და დაიწყებ მის ქვეცნობიერში შეღწევას …
რეალობას თუ თვალს აარიდებ
ჩაიძირები ფიქრებში და გაქრები …
სიყვარულს თუ თვალებში ჩახედავ
გაწითლდები და ბედნიერებით აღივსები … Read more of this post