» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

Tag Archives: თვალი

ჰაიკუ ★★


★★ ★
ის მზეზე თბება.
მისი ჩრდილი ისეთივეა,როგორც
ერთერთ ახალგაზრდობისდროინდელ ფოტოზე

★★ ★
საჩუქარს ვხსნი და დიდი ყუთია,
დიდი წარწერით “შენი პანდორა”
(კოცნის ღიმილით)

★★ ★
ოთხივე მხრიდან აგეფარე,
მაგრამ ციდან
მომტაცეს შენი თავი… Read more of this post

ჰაიკუ ★


“სექსი ლიფტში”
მეცხრე სართულისკენ დავიძარით…
გავცდით და
ასე აღმოვჩნდით უსასრულობაში…

“შემთხვევა”
ერთხელ ღმერთიც დათვრა და
ცხვრის ფარა
ღრუბლებში აერია…

★★★
ხე მოჭრეს და მისგან ფანქრები დაამზადეს.
დადის დაღლილი მხატვარი
და ამაოდ ეძებს ჩრდილს. Read more of this post

ჯოჯოხეთი


ვინც კი ხატავდა, თვალის ჩინი ყველას დააკლდა.
ვინც იბრძოდა, ხელები მოსტყდა.
ვინც უკრავდა, თითებს ვეღარ გრძნობს.
ვინც მღეროდა, ყველა დამუნჯდა
და ვინც წერდა, ემოციის ძაფი გაუწყდა.
ასეთი იყო ჩემი კოშმარი – Read more of this post

“გადავაბრალე”


დღეს დილით
ყველამ ყველაფერი გადმომაბრალა,
სახლმა – თავისი ცხრავე სართული, Read more of this post