» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

Tag Archives: წარსული

ამაღლების 25 ნიშანი


1. სტრესი და ისეთი შეგრძნება თითქოს დიდი ენერგიების წნეხის ქვეშ იმყოფებით ისე, როგორც ორთქლის ქვაბში. ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ მაღალი ვიბრაციების მიმართ ადაპტაციის პროცესში ხართ ჩართული და ამასთან ერთად, თქვენგან განიდევნება ძველი შეხედულებები და ჩვევები. თქვენს შიგნით მართლაც სხვადასხვა დუღილის პროცესები მიმდინარეობს.
2. დეზორიენტაციის გრძნობა, გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ სად იმყოფებით, ანუ ადგილსამყოფელის შეგრძნების დაკარგვა. თქვენ უკვე აღარ იმყოფებით მესამე განზომილებაში, რამეთუ უფრო მაღალი განზომილებებისაკენ მოძრაობთ.
3. სხეულის სხვადასხვა ნაწილებში უჩვეულო ტკივილების შეგრძნება. თქვენ იწმინდებით და თავისუფლდებით ძველი და დაბლოკილი ენერგიებისაგან, რომლებიც მესამე განზომილების სიხშირეზე ვიბრირებდნენ, ამ დროს კი თქვენ უკვე უფრო მაღალ ვიბრაციებში შედიხართ. Read more of this post

მძიმე კარი – მსუბუქი კიბე


ქარი თმას მიჩეჩავს, თმა თითქმის არ მიჩანს, მიყვარს ეს ადგილი, ქაოსმა შემაყვარა. მოგონებები არ მტოვებს, ზაფხულის მოსვლის სურვილი მკლავს, გალეშილები ბალახზე რომ ვეყარეთ და “სასმლი-ს სუნი ჰაერში დიფუზიას განიცდიდა. მიყვარს ყველა ერთად რომ ვართ, ვსულელობთ. დიდი პატარა მაშინ ვის აინტერესებს, მახსოვს ის დღე, როცა ბევრი, ძალიან ბევრი დავლიეთ, ყველა ძირს დაეცა, ყველამ ცას დაუწყო ყურება და ყველა ერთ რაღაცაზე ფიქრობდა, !! დრო გაჩერდეს !! Read more of this post

კარი გაიღო და ყველაფერი მორჩა…

კარი გაიღო… შევედი… უკვე ისე ღრმად ვიყავი შესული რომ თავისუფლების გრძნობა უკვალოდ გაქრა… დავიწყე ფიქრი… იქნებ სადმე მეორე კარი გამოჩნდეს, რომელიც დამაბრუნებს… მაგრამ კარი არ ჩანს… სინათლე გამოჩნდა… ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და ფიქრს ვაგრძელებ… მაგრამ სინათლემ თითქმის მთელი ჩემი ქვეცნობიერი სამყარო მოიცვა, კუთხეში მიმიმწყვდია და აი ის დაიწყო რისიც მეშინოდა… Read more of this post