» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

Tag Archives: სიყვარული

მე ღმერთი !


მე თითქმის ყოველთვის ვიყავი თქვენთან.

ოთახის კუთხეში დასჯილი ბავშვივით მიყუჟული გიყურებდით, როგორ ხარობდა თქვენი გული უსამართლობისას… Read more of this post

ტყის სამყარო 2



– ეს ბოლოა.
-ყოჩაღ, მგონი გათენებამდე გვეყოფა.
– რას კითხულობ ?
– ფანტასტიკის ჟანრშია დაწერილი. სიყვარულზეა. კარგად მთავრდება. Read more of this post

ქაოსური ცხოვრება


სიბნელე, წამიერი დუმილი, უსაზღვრო ფიქრი, გიჟური ქაოსი, ქაოსში ჩაძირული სიტყვები, სიტყვებში გარეული შური, სიკეთე, სიღრმისეული გრძნობები, დაუფიქრებელი ნაბიჯები, უმიზნო მიზნები, ცხოვრება სიცოცხლისთვის, სიცოცხლე ცხოვრებისთვის, თვალებს ვხუჭავთ და ვფიქრობთ ეს ყველაფერი რა არის ? იქნებ სამყარო ? იქნებ ქვეცნობიერი ? იქნებ უბრალოდ მცდელობა იდნვიდობის ან განსხვავებულობის ? არაა ! Read more of this post

გავიზრდებით !


გრძნობები აირია,
სიტყვებში გაირია,
ვერავინ ვერ გაიგო და გულიც გაიყინა,
ვერავინ ვერ გაიგო და არც უცდიათ …
ცრემლები ვარდებაო-სიცივის ბრალია,
გული ცივდებაო-ზამთრის ბრალია,
დაბნეულობა ხომ ასაკის ბრალია …
გრძნობები არ იცისო და ჯერ ალალია,
მისი ცხოვრება ჯერ კიდევ ზღაპარია. Read more of this post

იფიქრე და დაიჯერე !


რეალობას თვალს თუ გაუსწორებ
დაიბნევი და დაიწყებ მის ქვეცნობიერში შეღწევას …
რეალობას თუ თვალს აარიდებ
ჩაიძირები ფიქრებში და გაქრები …
სიყვარულს თუ თვალებში ჩახედავ
გაწითლდები და ბედნიერებით აღივსები … Read more of this post

მგელკაცა !


შეშინებული იჯექი მარტო,
ეშმაკმა ჩემზე სიკვდილი გამცნო,
ყველამ იცოდეს ჩემი ხარ კარგო
ვარდის მშვენება ღმერთმა შენ გარგო.
არ დამიობლო ტანჯული სული,
რამე იღონე მიხარე გული,
ევედრე ღმერთსა, მიხსნას ბედკრული,
ბოლომდე იყავ ჩემი ერთგული. Read more of this post

სამუდამოდ…


დღითი დღე ვხვდები თუ რა მიდევს გულში
სიყვარულია მაგრამ..ტანჯულა სულში.
უშენოდ ვერ ვხედავ ცხოვრების მიზანს
ვერ გშორდები და ვერ გაყენებ ზიანს…
ფიქრები შენზე, გამათბობს გამით
ან შენ შემოხვეული მხულვარე ალით…
ცხოვრების გზას გავივლით ერთად.
და სიყვარული… ქვაზე აისახება მკვეთრად
თუ როგორ მიყვარდი ყველაზე მეტად
და როგორ დავრჩებით ბოლოშიც ერთად…
© My Hedgehog

ტანჯვა…


ის ცუდადაა… ამის გამო შენ ითრგუნები და თავს შენც ცუდად გრძნობ… მაგრამ ამას ვერაფერს უხერხებ… შენს მდგომარეობაში მხოლოდ შენი მე შედის… ცხოვრება უბრალოდ მოსაბეზრებელი და აუტანელი ხდება… ეს უბრალოდ იმის ბრალია რომ შენ ვეღარ გაუძელი მასთან გაუთავებელ კამათს… მასთან უაზრო ჩხუბს… ერთმანეთის გაუთავებელ კრიტიკას… ხედავ მის აუტანელ ტკივილს, რომელსაც შენც გრძნობ…, Read more of this post

კარი გაიღო და ყველაფერი მორჩა…

კარი გაიღო… შევედი… უკვე ისე ღრმად ვიყავი შესული რომ თავისუფლების გრძნობა უკვალოდ გაქრა… დავიწყე ფიქრი… იქნებ სადმე მეორე კარი გამოჩნდეს, რომელიც დამაბრუნებს… მაგრამ კარი არ ჩანს… სინათლე გამოჩნდა… ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და ფიქრს ვაგრძელებ… მაგრამ სინათლემ თითქმის მთელი ჩემი ქვეცნობიერი სამყარო მოიცვა, კუთხეში მიმიმწყვდია და აი ის დაიწყო რისიც მეშინოდა… Read more of this post