» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

Tag Archives: დრო

ფურცლის დრო


აქ ყველა სიტყვა გახსნილია Read more of this post

უცხო


დედამიწა, საქართველო, თბილისი

დედამიწის დროით: 31.07.2011

დღე პირველი:

“მისია შესრულებულია! როგორც დამავალეთ ობიექტი მოვძებნე და დავსახლდი. გაგვიმართლა. როგორც ჩანს უცნაურ ქცევებს მისგან ისედაც მიჩვეულები არიან. ასე რომ… ჩემი მოსვლა შეუმჩნეველი დარჩა.”

დღე მეორე: Read more of this post

მე მიყვარს დრო და ფიქრი


მე მიყვარს დრო და ფიქრი, მიყვარს ერთმანეთზე მეტად….
დრო სულ მიყვარდა.
ფიქრი ვისწავლე და შემიყვარდა… Read more of this post

არა ფასეული მნიშვნელობები


არა ფასეული მნიშვნელობები-რომლებსაც თითქმის ყველაფერს ვანიჭებთ დღითი-დღე მატულობს… საშინელებაა ასე უაზროდ რომ იკარგება დრო, დროში სილამაზე, ახალგაზრდობა, მომხიბვლელობა…  Read more of this post

დრო…


ნიცშეს არ უყვარდა, როცა გვერდი-გვერდ აყენებდნენ გოეთესა და შილერის სახელებს. ჩვენ დავძენთ, რომ ასეთივე უპატივცემულობაა სივრცისა და დროის გაერთიანება, მით უმეტეს, რომ ჩვენ შეგვიძლია აბსტრაჰირება მხოლოდ სივრცისაგან და არა დროისაგან.
დავუშვათ, რომ ხუთი გრძნობის ნაცვლად, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი. დაე, იყოს ეს სმენა. მაშინ გაქრება მხედველობითი სამყარო, ანუ გაქრებიან ცის თაღი, ვარსკვლავები… რაკი დავკარგავთ შეხების გრძნობას, გაუჩინარდება არასწორი, გლუვი, ხორკლიანი. თუკი ჩვენ დავკარგავთ, ასევე, ყნოსვასა და გემოს, დაიკარგება ენასა და ცხვირში ლოკაზილებული შეგრძნებანი. დარჩება მხოლოდ სმენა. მაშინ ჩვენ წინაშე წარმოსდგება უსივრცო სამყარო. ინდივიდუალობათა სამყარო; ინდივიდუალობათა, რომელთაც შეუძლიათ ერთიმეორესთან ურთიერთობა. შესაძლოა, ისინი არიან ათასები, შესაძლოა – მილიონები და ისინი ერთმანეთთან ურთიერთობაში შედიან სიტყვების საშუალებით (არაფერი არ უშლით მათ ხელს, გამოიგონონ ისეთივე რთული ენა, როგორიც ჩვენია, ანუ ფრო რთულიც) და მუსიკის საშუალებით. ეს იქნება სამყარო, რომელშიც არსებობენ მხოლოდ ცალკეული ცნობიერებანი და მუსიკა. აქვე შევნიშნავთ, რომ, მართალია, მუსიკისათვის საჭიროა მუსიკალური ინსტრუმენტები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გარეშე არ არსებობს მუსიკა. ინსტრუმენტები აუცილებელია მხოლოდ მუსიკის შესრულებისათვის. გავიხსენოთ რომელიმე პარტიტურა, ჩვენ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ მისი ჟღერა ინსტრუმენტების გარეშე, პიანინოს, ვიოლინოების, ფლეიტის გარეშე…
და ეს სამყარო, ინდივიდუალობებისა და მუსიკისაგან შემდგარი, ჩვენსაზე ღარიბი როდია. როგორც შოპენჰაუერმა თქვა, მუსიკა არ წარმოადგენს სამყაროსათვის რაიმე გარეშეს, თავად მუსიკაა სამყარო. ამ სამყაროში ჩვენ ყოველთვის გვექნება დრო, რადგან დრო – ეს თანმიმდევრობაა. დაე, თითოეულმა ჩვენგანმა წარმოიდგინოს, რომ იგი აღმოჩნდა ბნელ ოთახში. მაშინ გაუჩინარდება ხილული სამყარო, გაუჩინარდება სხეული. ჩვენ ხომ ასე ხშირად არ ვგრძნობთ საკუთარ სხეულს! მაგალითად, ახლა, მხოლოდ ახლა, მაგიდას რომ შევეხე ხელით, მე შევიგრძენი მაგიდა და ხელი. მაგრამ რაღაც უნდა ხდებოდეს. რა? შესაძლოა, აღქმა, შეგრძნება ან, უბრალოდ, მოგონება და წარმოდგენა. მაგრამ ყოველთვის რაღაც ხდება. მე მახსენდება ტენისონის მშვენიერი სტრიქონი მისი ერთი ადრეული ლექსიდან: Read more of this post