» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

Tag Archives: სიჩუმე

უსასრულობის განცდა


ვხატავ და ტილოზე იმპულსი გაცვდა,
ათასი მეწვია მე უცებ განცდა,
ერთ-ერთი მოპარულ სიჩუმეს გაჰყვა,
მეორემ უზომოდ დალია _ დათვრა; Read more of this post

მძიმე კარი – მსუბუქი კიბე


ქარი თმას მიჩეჩავს, თმა თითქმის არ მიჩანს, მიყვარს ეს ადგილი, ქაოსმა შემაყვარა. მოგონებები არ მტოვებს, ზაფხულის მოსვლის სურვილი მკლავს, გალეშილები ბალახზე რომ ვეყარეთ და “სასმლი-ს სუნი ჰაერში დიფუზიას განიცდიდა. მიყვარს ყველა ერთად რომ ვართ, ვსულელობთ. დიდი პატარა მაშინ ვის აინტერესებს, მახსოვს ის დღე, როცა ბევრი, ძალიან ბევრი დავლიეთ, ყველა ძირს დაეცა, ყველამ ცას დაუწყო ყურება და ყველა ერთ რაღაცაზე ფიქრობდა, !! დრო გაჩერდეს !! Read more of this post

”არავინ და არაფერი” არ მესმის…

მარტო დარჩენილს უსიამოვნო ფიქრები მაწუხებს,რაღაც შინაგანად ვირევი ხოლმე …ფიქრები იწყება წარსულის მოგონებებით , გრძელდება აწმყოს გაურკვეველი ცვალებადობით და მთავრდება მომავლის შეუცნობადი მოვლენებით … გაურკვევლობა იცავს ჩემს ოთახს და თითქოს ვპატარავდები … ოთახი უფრო დიდი ჩანს და ამ სივრცეში ვიკარგები … Read more of this post