» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

Monthly Archives: ივლისი 2011

უცხო


დედამიწა, საქართველო, თბილისი

დედამიწის დროით: 31.07.2011

დღე პირველი:

“მისია შესრულებულია! როგორც დამავალეთ ობიექტი მოვძებნე და დავსახლდი. გაგვიმართლა. როგორც ჩანს უცნაურ ქცევებს მისგან ისედაც მიჩვეულები არიან. ასე რომ… ჩემი მოსვლა შეუმჩნეველი დარჩა.”

დღე მეორე: Read more of this post

დროის რღვევა – Timequake


დასაწყისში იყო არაფერი. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არაფერი, თქვა მან, მაგრამ არაფერი გულისხმობს, რომ რაღაც მაინც არის, ანუ მაღლა და დაბლა, მწარე და ტკბილი, კაცი და ქალი, ბედნიერება და უბედურება. Read more of this post

ჯოჯოხეთი


ვინც კი ხატავდა, თვალის ჩინი ყველას დააკლდა.
ვინც იბრძოდა, ხელები მოსტყდა.
ვინც უკრავდა, თითებს ვეღარ გრძნობს.
ვინც მღეროდა, ყველა დამუნჯდა
და ვინც წერდა, ემოციის ძაფი გაუწყდა.
ასეთი იყო ჩემი კოშმარი – Read more of this post

მე მიყვარს დრო და ფიქრი


მე მიყვარს დრო და ფიქრი, მიყვარს ერთმანეთზე მეტად….
დრო სულ მიყვარდა.
ფიქრი ვისწავლე და შემიყვარდა… Read more of this post

მძიმე გზა


ხეობის მისადგომებთან, ბნელით მოცული კლდეების კარიბჭესთან გაუბედავად ვიდექი, შემდეგ მოვტრიალდი და უკან მოვიხედე.
მზე დანათოდა ამ მწვანეში ჩაფლულ ნეტარებით აღვსილ სამყაროს, ბალახის მოყავისფრო ყვავილები მდელოებზე ნაზად გვიკრავდა თვალს. იქ კარგი იყო ცხოვრება, იქ სითბო და სიმყუდროვე სუფევდა, იქ სული მათრობელა სურნელსა და სინათლის სიუხვეში ჩაფლული კელასავით უფრო ღრმად და უფრო მშვიდად ხმოვანებდა. და იქნებ მე ვიყავი შეურაცხადი, ყოველივე ამისათვის ზურგის შექცევა და მთებში ასვლა რომ მოვინდომე . Read more of this post

უსასრულობის განცდა


ვხატავ და ტილოზე იმპულსი გაცვდა,
ათასი მეწვია მე უცებ განცდა,
ერთ-ერთი მოპარულ სიჩუმეს გაჰყვა,
მეორემ უზომოდ დალია _ დათვრა; Read more of this post

შენ + მე


შენ – შენ, მე – მე,
შენ სხვა, მე სხვა,
შენ შენთვის, მე ჩემთვის,
შენ შენი, მე ჩემი. Read more of this post

მართლა ვბერდებით


მე ყველა ღმერთის მეშინია,
რახან ღმერთები,
როცა ვეძახი, ზუსტად მაშინ მიდიან ჩემგან
და არასდროს არ ტოვებენ თავის ნაკვალევს. Read more of this post

“გადავაბრალე”


დღეს დილით
ყველამ ყველაფერი გადმომაბრალა,
სახლმა – თავისი ცხრავე სართული, Read more of this post