» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

ფურცლის დრო


აქ ყველა სიტყვა გახსნილია




ჰ ო რ ი ზ ო ნ ტ ა ლ უ რ ა დ









და აღარაა დაფარული არცერთი ასო.
სიტყვები ძებნით გადაღლილი,

დრო და მნიშვნელობა შემოცვეთილი,
დაისაკუთრა კროსვორდის უჯრამ.

ხმოვნებს და თანხმოვნებს
ქაღალდის გემო შერჩათ ენაზე.
კალმის წვერით გადაჩხაპნილებს
ტუჩის კუთხიდან სისხლი უჟონავთ.
ისინი, ჩვენს ნებას დამორჩილებულნი,
დაირთავდნენ სასვენ ნიშნებს
და სიტყვის დერეფნებში ,
ვიდრე დგებოდა ჯერი წერტილის,
სწორხაზოვანი ბგერების გზაზე,

შეგვახვედრებდა სიტყვას –  ჭ ი შ კ ა რ ი,

რომელიც აღარ იღებოდა უკვე თავისით.
აღარც საგნები იმახსოვრებდნენ მზერის სიხშირეს.
ჩრდილად აწვება წაშლილი სიტყვა მიწის კიდურებს.
აწმყო გაკოტრდა. დიდი სოფლის ამ დამღლელ გზაზე
აბგა ლაგდება, საფლავს უნდა თავსასთუმალი.
კედლის საათებს ჩაენაცვლა დრო – ელექტრონის,
ის წრეზე ბრუნავს, გული კი მაინც ჩვენს რიტმში უცემს
და დალაგებულ სიმშვიდეში სამყაროს წესრიგს
მოუსვენარი, ხშირი სუნთქვით ხარკს გადაუხდი.
ჯაჭვს ნაბიჯების ანუ იმ გზას, რომელზეც დგახარ
სიხარულის ძნელად მოსარევ მოლოდინებით
აჩუქებ ქაოსს, აურევ რიტმს, ვნებას შეაძლევ,
მოდის ცაც ახლოს, მიწაც აღარ გემორჩილება
და შენს თავნება სურვილებში აღარაა ფრენა საშიში.

9 responses to “ფურცლის დრო

  1. აქსიომა იანვარი 5, 2012, 10:05 PM

    ყოველთვის ყველაზე უცნაურ და მაგარ მსიკას არჩევ. ყველასგან განსხვავებული ხარ ვანი 🙂

  2. ჯი-ნია-ნი იანვარი 7, 2012, 1:05 PM

    როგორ მშურს ასე კარგად რომ შეგიძლია წერა,ასეთი კარგი ხედვა რომ გაქვს და ა.შ : )
    ყოჩაღ ^_^

  3. Ibi იანვარი 21, 2012, 7:14 PM

    დღეს რაღაცაზე რომ ვთქვი შენზე მაგრად წერს მეთქი და არა, არ ვწერო… იმედია, არასწორად გავიგე :დ
    მართლა ძალიან მაგარია ❤

  4. შიში იანვარი 28, 2012, 2:19 PM

    რო გიცნობდე, გაკოცდები ;*

  5. dekemberiusi თებერვალი 11, 2012, 9:39 PM

    სხვანაირი ხარ.

  6. Butterfly თებერვალი 17, 2012, 6:18 AM

    როგორც ყოველთვის მშვენიალური ვანი ❤ აქ მგონი სიტყვები მართლაც ზედმეტია :*

დატოვე კომენტარი