» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

კრიტიკული რეალიზმი


საშინლად უხერხულ, ეკლიან მოგონებათა მტვრიან ბილიკზე გულმდუღარედ მივაბიჯებ…
გზად მხვდებიან:
აუტანელი მარტოობა;
ყელში ცრემლმობჯენილი იმედგაცრუება;
დაბოღმილი შიმშილი (როგორც ფიზიკური, ისე სულიერი);
ცინიკური მიტოვება;
დასისხლიანებული თითები;
ტუჩმოტეხილი დოქი ნიჭიერებისა (როგორც ცოდნის არასწორად გარდმოვლენის მამხილებელი)
ფრთამოტეხილი მერცხალი პირველი სიხარულისა;
ხმა შუაღამისა: „რა გვეშველება?“
განწყობა, სახელად „თქვენ არასწორად აკრიფეთ ნომერი…!“ ან „ამ მისამართზე მსგავსი არაფერია!…“
გასალესი კედელი, სახელად „ეტიკეტი“
გაბოროტებული ბოროტება;
შუბლისძარღვგამწყდარი მოწოდება, სახელად „გადარჩი…!“
ზონარგახსნილი დაუდევრობა;
არქივარიუსი;
სხვანი…
ამ საცოდავებს დასცინიან:
ხისტი ინტელექტი;
მდაბიოთა ლიდერი პროვინციიდან;
სიბერით შეწუხებული ჩინოვნიკი;
სარგებელზე დაგეშილ ნაბიჭვართა ხროვის სათავეში მოაზრებული…;
სისტემის ჭანჭიკი, განწყობით – “სადაც მეტს იხდიან იქ მიჯობს!..“
დებილი;
ძუკნები „ვერ თხოვდებით…“
წკლაპაწკლუპით მჭამელი;
ხურუშიანი (უკაცრავად);
კატლეტით გამაძღარი ღიპუნა (მგონი მეოთხე სართულიდან);
დიდთავა რაინდი, მოწოდებით – „ტვინი არ მყოფნის…!“
სხვანნი…;

ერთნიც და მეორენიც როგორც “საზოგადოების“  შემადგენეელინი !!! ცდილობენ დამკვიდრებას. ცდილობენ აღზევებას… ცდილობენ შეშფოთებით შენიღბონ სხვათა უბედურებანი, რომელნიც არარას ავნებს მათს…
წყეულ ფარისეველთა რაზმი – ნაწილი თავს გვაცოდებს, ნაწილი მძლავრობს და გვაიძულებს…

– არდარიდებით!
– აბობოქრებით!
– ხმათა სიმკვეთრით!
– სიდინჯთ!
ვიაროთ საშინლად უხერხულ, ეკლიან მოგონებათა მტვრიან ბილიკზე – გულმდუღარედ…

8 responses to “კრიტიკული რეალიზმი

  1. girlwithumbrella აპრილი 3, 2012, 4:14 PM

    მოუთმენლად ველოდებოდი ახალ პოსტს და მოლოდინმაც გაამართლა ^_^ ❤ ძალაინ რეალურია და ძალიან კარგი : ))))

  2. katerina აპრილი 4, 2012, 9:33 AM

    ძალიან მომეწონა.

  3. marishkalia აპრილი 16, 2012, 7:36 PM

    ერთი სიამოვნებაა შენი პოსტების კითხვა.. მინიმუმ 3-ჯერ უნდა გადავიკითხო-ხოლმე. სიმღერასაც ყოველთვის რა კარგად უხამებ! მოკლედ ვაი! (ცხოვრებაში პირველად ვამბობ “ვაი-ს” კარგი დატვირთვით)

  4. iii მაისი 19, 2012, 10:13 AM

    . . .ვიცი, რომ მმართებს თმენა
    ეს გზაა სულის ჩემის
    და მივიწყებულ ნაპირს
    კვლავ მოადგება გემი,
    გამიბრწყინდება თვალში
    ბედნიერების ცრემლი. . .

  5. nick მაისი 20, 2012, 12:14 PM

    ძალიან კარგია!

დატოვე კომენტარი