» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

თითქმის არც კი მძულს,მაგრამ მთელი სულითა და გულით მეზიზღება … გაგეცინებათ და მე ის მიყვარს !


ტრიუმფის ბოროტი გრძნობა … არ მძულს,მაგრამ მეზიზღება … როგორც კი მისი სუნის გავლენის ქვეშ ვექცევი , იძულებული ვხდები მიყვარდეს … მისი სუნის გავლენის ქვეშ კი ხშირად ვარ … მას ჩემიანად ვიღებ და ვიყვარებ – თავდავიწყებით , გიჟურად , ჩემებურად … ეს მაყვირებს , მაკანკალებს , ნეტარებისგან მატირებს … სიმახინჯეს ან სილამაზეს თვალებს ავარიდებ , ყურებსაც დავიხშობ არაფრის გასაგონად , მაგრამ სუნთქვას ვერ შევწყვეტ თუ სიცოცხლის ოდნავი სურვილი მაინც მაქვს , სუნთქვის შეუწყვეტლობა – კი სუნის შეგრძნებაა ,რომელთან გამკლავება არავის და არაფერს არ შეუძლია … ამიტომ საკუთარი სულის თვითმპყრობელური სამყარო ყალბი სიწმინდის ექსტაზითაა შეპყრობილი … ზოგიერთი ჩვენგანი ზოგჯერ ისეთი უსულოა , უგრძნობი და უხეში … რა რთულია ასეთი ადამიანის ატანა , მითუმეტეს მაშინ , როდესაც საკუთარ
არარაობას ვერ გრძნობს …

7 responses to “თითქმის არც კი მძულს,მაგრამ მთელი სულითა და გულით მეზიზღება … გაგეცინებათ და მე ის მიყვარს !

  1. axsiom თებერვალი 14, 2011, 11:29 AM

    გილოცავ “მანიაკო” ბლოგერო ვალენტინობას. მართლა ძალიან მომწონს აქაურობა და განსაკუთრებით სურათები. მიხარია, რომ გამოაცოცხლე ეს საინტერესო გვერდი. 🙂

  2. Kitiashvili თებერვალი 15, 2011, 2:17 PM

    მაგარი მუსიკაა :)) ჩემს ენას არ ძალუძს გამოხატოს ის სიამოვნება რასაც შენი ნაწერები მანიჭებენ :)) მშვენიერია : ))

  3. Teaa მარტი 5, 2011, 1:55 AM

    ძალიან ემოციური პოსტები გამოგდის შენ.. 🙂 მაგარია ძალიან..

  4. »♥» ana «♥« მარტი 5, 2011, 3:46 PM

    ძალიან მომეწონა ❤
    ეს მუსიკაც საოცრად მოუხდა )

  5. Mallorie მარტი 13, 2011, 9:08 AM

    ოიდაა, დამბურძგლა..
    თავიდან ტვინის ამატკიებლად იწყება მუსიკა, თუმცა შემდეგ კარგია.. ^^
    ვისია შეგიძლია მითხრა?

    • Vannie მარტი 13, 2011, 8:47 PM

      მუსიკა თავიდან გაფხიზლებს, ტვინში ურტყავს, რომ თვალები მკაფიოდ გავახილოთ და კარგად წავიკითხოდ = D ,,, გაიხარე ;* მადლობა ! [ მუსიკას რაც შეეხება, ერთერთი მოყვარულის გაკეთებულია ; ) ]

დატოვე კომენტარი